SanDisk’s USB-C Drive ყველასთვის ხელმისაწვდომია

კომპანია SanDisk ცნობილია როგორც USB Flash Drive-ბის მწარმოებელი კომპანია, თუმცა მისი პროდუქცია არ გამოირჩევა ვიზუალით და ლამაზი ფორმებით.

sku_389196_2

კომპანია SanDisk-ის ყველაზე მთავარი საზრუნავია შეიმუშაოს და დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები. მან შეიმუშავა ახალი type-C double USB Flash Drive რომრლიც უკვე გაყიდვაშია.

ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ პირველი USB Flash Drive გაყიდვაში ჩაეშვა 2000 წელს Trek Technology-ს და IBM-ს ერთობლივი მუშაობით. როგორც ყოველთვის მოხდა ამ ტექნოლოგიის დახვეწა და განვითრება რასაც მოყვა USB Flash Drive 2.0 და USB Flash Drive 3.0/3.1. თითოეულ თაობას თუ ღრმად შევისწავლით კიდე ვნახავთ განსხვავებებს მათ ჩაწერა-წაკითხვის სიჩქარეებს შორის, თუმცა ეს ცალკე თემაა.

21 საუკუნეში 3.0 USB Flash Drive ყველაზე გამოყენეაბდი პროდუქტია თუმცა რაც ყველაზე საინტერესოა, რასაც ჩვენი სტატია ეხება არის SanDisk-ის ინოვაციური USB 3.1 type-C flash drive რომლის ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე არის 530 MB/s.გარდა ამისა მთავარი რაც ამ მოწყობილობას სხვებისგან გამოარჩევს არის ის,რომ მას აქვს ასევე micro USB-ს მხარდაჭერა, რომლის მეშვეობით შევძლებთ გამოვიყენოთ იგი არა მარტო კომპიუტერთან მუშაობისას არამედ ჩვენს ტაბლეტებთან, სმარტფონებთან და ა.შ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოწყობილობა წარმოადგენს ხიდს წარსულიდან მომავალში. რა თქმა უნდა მომხარებლითვის ასევე ძალძედ საინტერესოა მისი ფასი და ხელმისაწვდომობა.აღნიშნული 32GB Dual USB Flash Drive შეგიძლიათ შეიძინოთ 39$-ად ამაზონზე.

წყარო : http://www.theverge.com/
ალბერტ ბუზალაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?