GoPro პანორამულ ვიდეოკამერასა და საკუთარ დრონს ქმნის

GoPro-მ პანორამული ვიდეოკამერა დააანონსა. კომპანია ასევე გეგმავს მულტიკოპტერის შექმნას, რომელზეც მუშაობა 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მისი გამოყენება იგეგმება აეროფოტოგადაღებისთვის. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ ვუდმანმა re/code-ის კონფერენციაზე ისაუბრა.

ვირტუალური რეალობის მოწყობილობების ბაზარი გიჟური ტემპებით ვითარდება. ბუნებრივია, კომპანია GoPro მოვლენებს არ ჩამორჩა და კამერის შექმნა დაიწყო, რომელსაც უნდა შეეძლოს სურათების გადაღება ყველა მიმართულებაზე ერთდროულად.

 

spherical

როგორც სურათზე ხედავთ, კონცეპტი წარმოადგენს კუბს, რომელშიც მოთავსებულია 6 კამერა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებზე იღებს. პროტოტიპი, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს, საკმაოდ მუშა გამოდგა და პანორამული ვოდეოც კი გადაიღო:

ამის გარდა, კომპანიას სურს საკუთარი კონსტრუქციის დრონების წარმოების დაწყება. ვუდმანის თქმით, GoPro-ს კამერები – ეს არის ძალიან პოპულარული აქსესუარი კვადროკოპტერებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დადებითად მოქმედებს კომპანიის შემოსავლებზე, კარგი იქნებოდა თუ კი ის საკუთარ უპილოტოს წარმოადგენდა ფირმულ კამერასთან ერთად.

წყარო: techcrunch.com

სტატიის მომზადების ავტორი: ლაშა ალადაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?