Solo – მსოფლიოში პირველი ჭკვიანი დრონი

კომპანია 3DR_მა მსოფლიოში პირველი Smart Drone შექმნა. როგორც მწარმოებლები ახასიათებენ მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, მართვის სიმარტივეა. თანამდეროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იგი პირველი დრონია რომელსაც შეუძლია თავად განსაზღვროს ფრენის მარშრუტი და ასევე მთლიანად აკონტროლოს GoPro კამერა. HD გამოსახულების მიღება, ონლაინ რეჟიმში, უკვე პირდაპირ სმარტფონებშიცაა შესაძლებელი.
მისი მთავარი სიძლიერე ორ (1 GHz ARM Cortex-A9-powered), Linux ბაზაზე მომუშავე, კომპიუტერშია: ერთი რომელიც თვითონ დრონზეა და მეორე რომელიც კონტროლერშია ჩაყენებული.
two female hiker above the sea of fog on top of a mountain at sunset

Solo_ს შეუძლია წინასწარ განსაზღვრული მარშუტით ფრენა. მაგალითად თუ ჩაუწერთ GPS კოორდინატებს, GPS თანამგზავრების საშუალებით გადაადგილდება დანიშნულების პუნქტამდე, დაეშვება და შემდეგ სურვილის შემთხვევაში დაუბრუნდება ბაზას.
Solo_Black_Gimbal
Solo_ს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი პროფესიონალური ფოტოების გადაღებაა. როგორც მწარმოებლები აცხადებენ მისი მთავარი პრინციპია გადაიღოს ფოტო ნებისმიერ დროსა და ადგილას. ფრენის დროსაც კი შესაძლებელია ვიდეო ჩაწერის დაწყება ან გაჩერება. ასე რომ, თქვენი მხოლოდ ის კადრები გაქნებათ რომლებიც გინდოდათ.
ფუნქცია “Cable cam” და ”Orbit”_ის გააქტიურებით დრონი იფრენს წინასწარ განსაზღვრული ტრაექტორიით ან შერჩეული ობიექტის ე.წ. ორბიტაზე და გადაუღებს მას სურათებს. ასევე მას აქვს აერო Selfie_ს გადაღების ფუნქცია. ერთი ხელის დაჭერით შეგიძლიათ გადაიღოთ აერო სელფები.
7_appStream HD GoPro video
Solo მსოფლიოში პირველი დრონია რომელსაც შეუძლია ონლაინ რეჟიმში გადასცეს GoPro _თი მიღებული HD ვიდეო პირდაპირ სმარტფონში. გადაცემის მანძილი დაახელოებით ნახევარი მილია. ასევე კონტროლერს აქვს HDMI პორტი,რითაც შეგვიძლია გამოსახულება გადავიტანოთ უფრო დიდ მონიტორზე.
Solo_ს სამართავი აპლიკაცია დაწერილია Android _ისა და IOS პლატფორმებისთვის. ამ პროგრამით მთლიანი წვდომა გაქვთ დრონზე.

 

Solo_Black_Controller
უსაფრთხოება
აპლიკაციას მოყვება ფრენის სიმულატორი ახალბედა მომხმარებლებისთვის. სადა სრული იმიტაციია დრონის მართვის. დრონს ასევე აქვს „pause” ფუქნცია, რომელიც მომენტალურად აჩერებს დრონს მიმდინარე მდგომარეობაში.
The Solo Smart Battery
მას აქვს ენერგომოხმარების მართვის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა. ინდიკატორები აჩვენებენ როგორც ელემენტის სტატუსს ასევე რა მანძილზე შეუძლია ფრენა დანრჩენილი ენერგიით. როცა ელემენტი გარკვეულ ზღვარზე დავა, მობილური აპლიკაცია იძლევა სპეციალურ სიგნალს დრონის ბაზაზე დასაბრუნებლად. ასევე კონტროლერზე სრული ინფორმაცია ჩანს როგორც მიმდინარე ენერგო მოხმარების ასევე სხვა დეტალების.

 

solo-drone-specs

სპეციფიკაცია
ფრენის დრო: მასქიმუმ 25 წუთი
კონტროლერის ელემენტი: მაქს 4 საათი, გარკვეული მოდიფიკაციით 8 საათი
წონა: 1500 გ;
ავტოპილოტი : Pixhawk 2
ვიდეოს დაყოვნება: 180 ms
WiFi დაფარვის ზონა: მაქსიმუმ ნახევარი მილი ( დამოკიდებულია გარემო პირობებზე).

 

Smart-Drone-Cover-Image-865x505

დრონის მსოფლიო მასშტაბით გაყიდვა დაიწყო მაისში U.S ტერიტორიაზე და ივნისსა და ივლისში ეტაპობრივად დაემატება გაყიდვის 2000_მდე სხვადასხვა ცენტრი. ოფიციალურ საიტზე შესაძელებელია ჩადგეთ წინასწარი გაყიდვების რიგში.

წყარო: 3drobotics

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?