რატომ არის GPS ასეთი საჭირო ჩვენს სმარტფონებში

Wired-ის კოლუმნისტი დევიდ პირსი გვიყვება, თუ რატომ უნდა გვქონდეს GPS ყოველთვის ჩართული.

დევიდი ასევე გვესაუბრება, თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლიათ თანამედროვე კომპანიებს ჩვენს გასაცნობად.

1

რამდენიმე წლის წინ GPS-ის გამოართვა წარმოადგენდა ელემენტის მუხტის ეკონომიის ერთერთ საუკეთესო ხერხს. ის ჩვენ რეალურად არ გვჭირდებოდა. საუკეთესო შემთხვევაში, GPS წარმოადგენდა დამატებით კომფორტს რამდენიმე აპლიკაციაში. მაგრამ მოვიდა დრო GPS-ის კვლავ ჩასართავად. ადგილმდებარეობის დადგენა თქვენი სმარტფონისა თუ ჭკვიანი საათების ერთერთ საუკეთესო “კოზირად” იქცა, ჩვენი ტექნოლოგიები სწავლობენ ჩვენთან ადაპტირებას, ჩვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტს უახლოვდებიან, უფრო მისაღებები, სასარგებლოები და ჭკვიანები ხდებიან.

თქვენი სმარტფონის შესაძლებლობა დაადგინოს თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობა და გამოიყენოს ეს ინფორმაცია მომსახურებისთვის – საჭმელი, ბილეთები და ა.შ. – ნერვიულობის საბაბს წარმოადგენს. მუდმივად GPS ჩართული სამყარო ბადებს კითხავს, თუ რა ემართება და სად მიდის ჩვენი მონაცემები? რამდენად ვართ მზად კონფიდენციალურობის მსხვერპლად შესაწირად? შეუძლია ამ პროგრამას ჩვენი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის გაგება? ეს ძველი ტელეფონების ერაშიც პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ეს აქტუალურია როგორც არასდროს.

მე გამომყევი

ერთერთი წვიმიან ცივ ამინდში ჩვენი სტატიის გმირი იჯდა Foursquare* SoHo-ს ოფისში, სადაც ის CEO დენის კროულის შეხვდა, რომელიც ელექტრონულ დაფაზე წერტილებს სვამდა. მან ახსნა, რომ Foursquare-ის მრავალკუთხა მსოფლიოს რუკა კარგად არის აგებული და ავტომატურად შეუძლია თქვენი პოვნა. თქვენი ადგილმდებარეობის დასადგენად, სისტემა იყენებს GPS, Wi-Fi, Bluetooth-ს, შემდეგ გამოაქვს თვენი კოორდინატები და მიაბავს მათ რეალურ ადგილს. (ტელეფონში გამოჩნდება მესიჯი, თხოვნით დატოვოთ Wi-Fi ჩართული თქვენი ადგილმდებარეობის უფრო ზუსტად დადგენისთვის). ასეთი ჩანაწერების შეგროვებით წლების განმავლობაში, Foursquare-ს შეეძლება გაარკვიოს, იმყოფებით თქვენ კაფეში თუ მის გარეთ, პირველ სართულზე თუ მეშვიდეზე და ა.შ. მას არ ჭირდება იმის ცოდნა, შეხვედით თუ არა სადმე, იმისთვის რომ დაადგინოს თუ სად იმყოფებით: მან უკვე ყველაფერი იცის და გაძლევთ რჩევებს.

(Foursquare – ეს არის პოპულარული სოც. ქსელი გეოპოზიციონირების ფუნქციით. მარტივად რომ ვთქვათ, მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ამჟამინდელი ადგილმდებარეობის მონიშვნა რუკაზე (ჩექინის ვარიანტში) და უყუროთ, თუ სად იმყოფებიან თქვენი მეგობრები და ნაცნობები).

მოგვიანებით ავტორი სან-ფრანცისკოში გადავიდა და Foursquare-მა ქალაქის შესწავლა დაიწყო. ახალ რესტორანში შესვლისას ტელეფონი რეკავდა და მომხმარებელს სთავაზობდა რაიმეს დაგემოვნებას.

აპლიკაცია გამოიყენება თქვენი ადგლიმდებარეობის დასადგენად, სურათებითა და ჩექინებით. ახლა ლოკაცია საჭიროა როგორც თქვენთან შესაწყობად, ასევე ამის სწრაფად გასაკეთებლად. iOS აპლიკაცია Dark Sky ადგენს ამინდის პროგნოზს. ის თქვენ გატყობინებთ იქნება თუ არა უახლოეს პერიოდში წვიმა და გეტყვით, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ის და ა.შ.

2

“კონტექსტი – ეს არის ახალი მონა”, – საუბრობს Aparna Chennapragada, Google Now პროდუქტის დირექტორი. მრავალი აპლიკაცია არსებობს, რომლებიც გეუბნებათ, თუ სად იშოვოთ ბილეთები როცა სადმე გეჩქარებათ, შეგახსენებთ, რომ იმ დროს გაქვთ რამე შეხვედრა, როდის უნდა გახვიდეთ საქმეზე და ა.შ.

ადრე ამ ყველაფერს კომპიუტერითაც კი დიდი დრო ჭირდებოდა, შედიოდით Google.com-ზე, შეგყავდათ არზა საკვანძო სიტყვებისა და შედეგად იღებდით მრავალ ბმულს პოტენციურ საჭირო ინფორმაციაზე. აქაც ან მიაგნებდით იმ საჭირო ინფორმაციას და ან არა. Google-ში მიხვდნენ, რომ მომხმარებლებს შეიძლება ქონდეთ გარკვეული მოთხოვნები გარკვეულ დროს. ლოგიკურია, თუ თქვენ იმყოფებით აეროპორტში, ესეიგი ალბათ ეძებთ ტერმინას, ფრენის დროებსა და ადგილს დასანაყრებლად. იმის მაგივრად, რომ თქვენ ეძებოთ ინფორმაცია, ამას Google Now თვითონ აკეთებს.

Android Wear & Apple Watch-ის მიზნები – სწრაფად შემოგთავაზოთ ინფორმაცია, რათა არ წაიღოს დიდი დრო ეკრანზე ყურებამ. სასარგებლო ინფორმაციები ელვისებურად გამოდის ეკრანზე. იფნორმაციის შეგროვებით ადგილმდებარეობის შესახებ კომპანიები იგებენ, თუ რა გჭირდებათ თქვენ კონკრეტულ მომენტში და მაშინვე გთავაზობენ სასარგებლო რჩევებს.

Detour – პერსონალური აპლიკაცია-აუდიოგიდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საინტერესო ექსკურსიებსა და სასიამოვნო სასეირნო ადგილებს. ეს აპლიკაციაც თქვენს ადგილმდებარეობას იყენებს. მუზეუმებში გთავაზობთ ამა თუ იმ ექსპონატის ისტორიას და მრავალი სხვა. ზოგჯერ მოკლე გზებითაც მიგაგნებინებთ საჭირო ადგილს.

თქვენი ნაბიჯების თვალთვალში

ადგილმდებარეობის დადგენა დეველოპერებს აძლევს საშუალებას შექმნან სასარგებლო და პერსონალიზირებული აპლიკაციები. ისინი მომხიბვლელები არიან, მაგრამ მათთან დათმომებზე წასვლა გვიწევს: გაჯეტები და აპლიკაციები იწერენ თუ სად უყავით, რას აკეთებდით და ა.შ.

3

ხშირად ამ ინფორმაციის გაზიარება ხდება სხვასთანაც. მაგალითად რეკლამის სააგენტოებს, რომლებსაც თქვენი Starbucks-ში ჩათრევა სურთ. ეს საშინელებაა, როგორც ყველა სხვა მიზნობრივი მარკეტინგი, მაგრამ უმრავლესობა ჩვენთაგანი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ნორმალურია. ჯენიფერ ლინჩი, Electronic Frontier Foundation-ის უფროსი იურისტი ამბობს, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება უფრო “სერიოზული” სახე მიიღოს. თქვენი მონაცემები შეიძლება საკრედიტო კომპანიებს მიყიდონ, რომლებსაც სურთ თქვენს შესახებ მეტის გაგება, რათა საკრედიტო ანგარიშის განსაზღვრა შეძლონ. ისინი შეიძლება თქვენს სადაზღვევო კომპანიაში გადავიდნენ, რომელიც ძალიან დაინტერესებულია თქვენს ადგილმდებარეობაში.

“ინფორმაცია გროვდება და ინახება მე-3 მხარის მიერ, – ამბობს ლინჩი, – და როცა მე-3 მხარე იღებს ამ მონაცემებს, მომხმარებელს უკვე აღარ შეუძლია არაფრის კონტროლი”.

ლინჩი ამატებს, რომ ეს არ არის ახალი პრობლემა. რეალურად, თქვენი ტელეფონი იმ მომენტიდან გითვალთვალებთ, რაც ის გაქვთ – თქვენი მონაცემები დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტად ხელმისაწვდომი იყო. “სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მოთხოვნა გააგზავნონ თქვენს პროვაიდერთან და თქვენს ინფორმაციაზე წვდომა მოსთხოვონ”, ამისთვის ხშირად ორდერიც არ ჭირდებათ, მგონი საქართველოში ბევრს ეცნობა ეს პრობლემა…

2010 წელს Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ პოპულარული აპლიკაციების დიდი ნაწილი ინახავენ და აზიარებენ თქვენს მონაცემებს ბევრ სხვა წყაროსთან ერთად. ზოგი აპლიკაცია გემუქრებათ კიდეც, რომ თუ ადგილმდებარეობის დადგენის უფლებას არ მივცემთ, მაშინ აპლიკაციის ფუნქციონალის გამოყენება შეგვეზღუდება. დაიმახსოვრეთ, თქვენი ადგილმდებარეობა – ძვრიფასი ინფორმაციაა! როგორც დეველოპერებისთვის, ისე იმათთვის, ვინც მათ გადაუხდით ამ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

4

სარეგულაციო ორგანოები და ამ ფაქტით შეწუხებული მომხმარებლები ეძებენ მკაცრ სტანდარტს მონაცემების შეგროვება/მიმოცვლისთვის. ზოგ შტატში სამართალდამცველებს ორდერი ჭირდებათ მსგავსი წვდომის მისაღებად.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: ეს ხდება ხშირად, ბევრი წყაროთი, რომლებზეც თვენ ეჭვიც კი არ გაქვთ. და თქვენთვის არ არსებობს არანაირი საშუალება იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება ამას მოყვეს.

მაშ რა უნდა ვქნათ? GPS-ის ჩიპი დავწვათ, გამოვრთოთ ლოკაციური სერვისები, უარი ვთქვათ ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიაზე თუ რა? შეიძლება არა. ამას ხომ ჩვენ არასდროს არ შევუჩერებივართ სმარტფონის ყიდვისგან. ეს კი გვაძლევს საშუალებას უფრო ახლო კავშირები და ურთიერთობები დავამყაროთ სმარტფონთან. როცა ჩვენ ვისწავლით სიფრთხილეს, თუ სად შევინახოთ სურათები და სად გავაზიაროთ პირადი ინფორმაცია, მხოლოდ მაშინ ვიქნებით ფრთხილები იმასთან, რაც ჩვენ “გვითვალთვალებს”, სადაც არ უნდა მივემართებოდეთ.

წყარო: wired.com

სტატიის მომზადების ავტორი: ლაშა ალადაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?