“ჭკვიანი სარკე” Panasonic-ისგან

“ჭკვიანი სარკე” არის უახლესი გამოგონება, რომელიც წარმოადგინა Panasonic-მა საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენაზე.

ეს ინოვაცია შეიძლება ბევრი ქალის ცხოვრების ნაწილი გახდეს 21-ე საუკუნეში.panasonic-beauty

ამ ჯადოსნურ სარკეს აქვს უნარი გაანალიზოს ადამიანის სახის ფორმები და მახასიათებლები. ეს გაჯეტი ქალებს საშუალებას აძლევს რომ დაზოგონ დრო და ფული. მათ შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ რჩევები და გაიგონ თუ რა ხდით მათ კიდევ უფრო მიმზიდველს. წარმოიდგინეთ, ქალი რომელიც დილით დგება და სარკეში იხედება, მან არ იცის რა მოუხერხოს თმას და სახეს, რომ ის შესანიშნავად გამოიყურებოდეს. სწორედ ამისთვის არის Panasonic-ის ჭკვიანი სარკე. ის ზედმეტი ფიქრისა და წვალების გარეშე, იზრუნებს თქვენს გარეგნობაზე.

SmartMirrorMakeup

„ჭკვიანი სარკე“ მაღალი ხარისხის მქონე კამერის მეშვეობით აანალიზებს თქვენი სახის კანს, მის დაზიანებებს, ხარვეზებს და ამის შემდეგ მისი ჯადოსნურობიდან გამომდინარე, რეკომენდაციას გიწევთ საშუალებებსა და პროდუქციაზე რომელიც მის მოსავლელად გამოგადგებათ.

Panasonic-ის „Auto make-up screen“-საშუალებას იძლევა, მოირგოთ სხვადასხვა სახის მაკიაჟი და ვარცხნილობა. ის ასევე რეკომენდაციას იძლევა რომელი ბრენდის რომელი სახეობაა საჭირო არჩეული მაკიაჟის გასაკეთებლად. მისი მეშვეობით შეგიძლიათ შეარჩიოთ ტუჩსაცხის ფერი, თვალის ჩრდილის ფორმა და ფერი, კანის ტონი და ა.შ.

maxresdefault

იაპონური კომპანიის ამ ნაწარმში საოცრად ერწყმის მაღალი ხარისხის კამერა და ეკრანული ტექნოლოგიები. ამის შედეგად კი მივიღეთ ჯადოსნური სარკე ყველა გრძნობით.

ასე რომ, Panasonic-ის „ჭკვიანი სარკის“ ჭკვიანური რეკომენდაციები იქნება დიდი დახმარება ქალებისთვის. ის დაზოგავს თქვენს დროს, ფულსა და ძალისხმევას.

 

წყარო: http://brainwithideas.com/panasonic-smart-mirror-displays-face-makeup-ideas/

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?