სოციალური მედია მარკეტინგი

სოციალური ქსელის მომხმარებლების გაზრდასთან ერთად გაიზარდა კომპანიების მიერ რეკლამის მიწოდების მოთხოვნა სოციალურ ქსელში.

სოციალურლმა ქსელმა კომპანიებს მისცა საშვალება, გამოყოს კომპანიამ მომხმარებლები ასაკის, სქესის, ინტერესების და ა.შ მიხედვით, ამით მაქსიმალურად მიიღოს მიზნობრივი აუდიენცია და მიაწოდოს მათ პროდუქტი, რაც დადებითად აისახება კომპანიაზე.

რეკლამის ადგილები

ძირითადად რეკლამის გავრცელებული ადგილებია, საიტის მარჯვენა მხარეს და პროფაილის კედელზე.

facebook

მარჯვენა მხარე – სოციალური ქსელის მომხარებლები უფრო მეტად აღიქვამს რეკლამად მარჯვნივ გამოსულ შეთავაზებას. საზოგადოებაში მიღებულია, რომ რეკლამა აუცილებლად იქნება კარგად წარმოჩენილი, რადგან კომპანია ცუდი მხრით ხომ არ გაუშვებს რეკლამას. ზოგადად ადამიანების გარკვეულ ჯგუფს რეკლამის მიმართ თავიდანვე უარყოფითი შეხედულებაც უჩნდება და მარჯვენა მხარეს გაშვებული რეკლამა ნაკლებად შედეგიანია.

რეკლამა კედელზე – კვლევით დადგინდა, რომ მომხმარებლების 98% -მა არ იცის, რომ კედელზე რეკლამების შეთავაზება ხდება facebook მომხმარებლებისთვის. ეს ფაქტი დადებითად მოქმედებს პოსტის რეკლამაზე და მის შედეგზე.

examples-suggested-posts-facebook-australia

რაში იხდი თანხას?

ძირითადად რეკლამაში იხდით შემდეგი ორი ტიპის სისტემიდან გამომდინარე.

  • cpm -Cost per mille  იხდი ყოველ გამოჩენაზე, ძირითადად ანგარიშობენ ყოველ 1000 გამოჩენაზე, ანუ თანხა იხარჯება რეკლამის ყოველ 1000 გამოჩენაზე, იმის და მიუხედავად, რომ შეიძლება საერთოდ ვერ მიიღო ვიზიტორი.
  • cpc -cost per click   იხდი ყოველ გადმოსულ ვიზიტორზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თუ ვიზიტორები არ გადმოვლენ, გარკვეული თანხა მაინც იხარჯება და რეკლამაც ძვირი ჯდება.

რაც უფრო მეტია რეკლამაზე აქტიურობა(გადმოსვლა) მით ნაკლები ჯდება ყოველი ვიზიტორი. რაც უფრო მაღალია ctr (რეკლამის ნახვებიდან რამდენი პროცენტი გადმოვა რეკლამაზე)  მით უფრო ნაკლებია cpc (ვიზიტორის ღირებულება).

ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია რეკლამაში სურათის, სათაურის და ახწერის გაკეთება, ამის მიხედვით მიიღებთ შემდეგ აქტიურობას.

წარმატებული რეკლამის გაშვება

  • სანამ კომპანია თავისი პროდუქტის გარეკლამებას დაიწყებს, მანამდე უნდა ქონდეს გაანალიზებული მისი პოტენციური მომხმარებლების აუდიენცია, თუ რა ჯგუფი შედის მის აუდიენციაში.
    მაგალითად თუ გვაქვს სამშენებლო კომპანია, კომპანიამ პირველ რიგში უნდა გათვალოს იმ ასაკობრივ ჯგუფზე, რომლებიც მყიდველუნარიანები არიან უძრავი ქონების, არამიზნობრივ მომხმარებელზე გაშვებული რეკლამას ჭირდება ბევრად მეტი ბიუჯეტი და მოაქვს უარყოფითი შედეგი კომპანიისთვის. უფრო მიზნობრივი აუდიენციის შესარჩევად, facebook საშვალებას იძლევა ინტერესების მიხედვით გამოვყოთ ჯგუფი, რომლებზეც გაეშვება რეკლამა.
  • ასევე გასათვალისწინებელია ტერიტორია, თუ რა ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი ესა თუ ის პროდუქტი, რადგან იქ, სადაც პროდუქტის/სერვისის მიწოდება შეუძლებელია, შესაბამისად იმ რეგიონში რეკლამაც დაკარგული  თანხაა.
  • წარმატებული რეკლამისთვის აუცილებელია რეკლამის  რამდენიმე ვარიანტის გაშვება და დაკვირვების წარმოება, თუ რომელ ვარიანტს რა შედეგი მოაქვს და შემდეგ საუკეთესო რეკლამის დადგენა. უნდა ცვალოთ სურათები, აღწერები და საუკეთესო შედეგის მქონდე ვარიანტი დაიტოვოთ.

 

ავტორი: გიორგი ბერაძე

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?