SEO – საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის

რა არის სეო?

seo – search engine optimization სეო არის საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის, რისი მეშვეობითაც მიიღება უფასო ტრეფიკი(ვიზიტორები) საძიებო სისტემებიდან.

როდესაც რაიმე ფრაზას ვეძებთ მაგალითად გუგლში, შედეგად ვიღებთ საიტების ჩამონათვალს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს საძიებო ფრაზასთან. ალგორითმი პირველ ადგილზე აყენებს ისეთ საიტს, რომელსაც ყველაზე მეტი ავტორიტეტი აქვს და ყველაზე მეტად თვლის, რომ იმ კონკრეტულ ფრაზაზე ყველაზე ხარისხიანი ინფორმაცია უდევს საიტზე.

ყველა ცნობილ საძიებო სისტემას აქვს თავისი ალგორითმი, რომლითაც აფასებს საიტის ხარისხს და ამის მიხედვით გამოაქვს შედეგი კონკრეტული ფრაზების ძებნისას. ხოლო სხვა დანარჩენი საიტები, რომლებიც გამოდიან “ad” სტატუსით, ყოველ ვიზიტორში იხდიან გარკვეულ ღირებულებას, რაც გამოდის ფასიანი ტრეფიკი.

რის მიხედვით ვიღებთ შედეგს ფრაზის ძებნისას?

სეო პროცესი ძირითადად იყოფა ორ ნაწილად: on page და off page

on-page-seo1on page – არის საიტის კონტენტის(შიგთავსის) ოპტიმიზაცია კონკრეტულ ქივორდებზე(საძიებო ფრაზებზე)
მაგალითად თუ ჩვენ პროდუქტი გვაქვს მამაკაცის ტყავის ფეხსაცმელზე, შესაბამისად საიტზე ჩვენს სტატიებს და ზოგადად შიგთავსს უნდა გავუკეთოთ ოპტიმიზაცია მსგავს ფრაზებზე( ფეხსაცმელი, მამაკაცის ფეხსაცმელი, ტყავის მამაკაცის ფეხსაცმელი და ა.შ) ასევე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქივორდები(საძიებო ფრაზები) საიტის სათაურში და ახწერაში (title/description) რაც ჩანს საძიებო სისტემაში გამოსულ შედეგში. ასევე მნიშვნელოვანია არ გამოვიდეს გადაჭარბებული ოპტიმიზაცია, როდესაც მაგალითად სტატიაში, რომელიც 300 სიმბოლოსგან შედგება და ჩვენს საძიებო ფრაზებს ხშირად გამოვიყენებთ, ამ და სხვა ფაქტორების გამო ბოტი გამოიტანს დასვკას, რომ ხელოვნურად ხდება საიტის ოპტიმიზაცია პოზიციების დასაკავებლად. და შეიძლება შედეგად საიტი საერთოდ არ გამოჩდნეს შედეგში. სეოს მთავარი პრინციპიც დღეს გახდა ის, რომ მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა ჩანდეს ყველაფერი.

imagesoff page seo – მეორე ნაწილი ითვლბა მთავარ ფაქტორად, საიტისთვის კარგი პოზიციების დასაკავებლად.
გუგლი და სხვა მთავარი საძიებო სისტემები საიტს ავტორიტეტს ანიჭებენ backlinks(საიტზე შემომავალი ლინკები) მიხედვით.
ბექლინკად ითვლება როდესაც სხვა საიტზე განთავსდება თქვენი საიტის ლინკი, ამ შემთხვევაშიც, როდესაც იმ საიტზე შევა ბოტი სადაც თქვენი საიტის ლინკი დევს, ის ავტომატურად დააფიქსირებს თქვენკენ მომავალ ლინკს და ამით ავტორიტეტი მოგემატებათ. მთავარი ფაქტორია, თუ რამდენად ავტორიტეტულია ასევე ის საიტი, საიდანაც ლინკი მოდის, უხარუსხო საიტიდან მომავალ ლინკს უარყოფითი შედეგი აქვს.
ასევე ლინკის წამოსვლისას რა anchor-ით (ლინკის სათაური) მოდის საიტზე, ამით ხვდება ბოტი, რომ ამ ფრაზაზეა საიტი ორიენტირებული.
როდესაც ბუნებრივად იქმნება რაიმე ხარისხიანი ქონტენტი, ამას ხალხი ბუნებრივად ავრცელებს და ურჩევს ერთმანეთს, ავრცელებენ თავის ბლოგზე, სოციალური ქსელში, ფორუმზე ან სხვა ტიპისი საიტზე. რის შედეგადაც იზრდება ავტორიტეტი და იმ პრობლემის შესახებ, რა პრობლემაზეც ქონტენტია შექმნილი, საძიებო საიტი დააყენებს მოწინავე პოზიციაზე საიტს.
off page seo არის ხელოვნურად ბექლინკების მოპოვება, რაც გულისხმობს, სხვადასხვა ავტორიტეტულ საიტზე საკუთარი საიტის ლინკის განთავსებას სხვადასხვა საშვალებებით. რის დროსაც, მთავარია ყველაფერი ბუნევრივად გამოიყურებოდეს, რომ ბოტმა ვერ აღიქვას განზრახვა.

ავტორი: გიორგი ბერაძე.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?