თანამედროვე ეტლი – Scalevo

თანამედროვე ტექნოლოგიებით შეიქმნა ეტლი, რომელიც უფრო მოსახერხებელია და მისი გამოყენებაც არის ძალზედ მარტივი. ამ საოცარ მოდელს შეუძლია კიბეზე, წონასწორობის შეუცვლელად ასვლა.

შესაბამის პროტოტიპს ეწოდება Scalevo. მას აქვს რეზინის ბორბლები და ტანკის მსგავსი საფეხურები, რომლებიც მოთავსებულნი არიან სკამის შუა ნაწილში. Scalevo კიბეებზე ადის უკანა ნაწილით,სადაც მისი „კბილები“ მჭიდროდ ედება საფეხურებს.

ეტლის სავარძელს შეუძლია წონასწორობის შენარჩუნება, როცა ხდება კიბეებზე ასვლა სკალევოს უკანა ნაწილით.მომხმარებელს შეუძლია ერთ დონეზე გაჩერება ნებისმიერ დროს, ასევე ის აღჭურვილია წინა პროჟექტორითა და უკანა ფარანით.

Scalevo არ მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას, ვინაიდან მისი მართვა შესაძლებელია დისტანციური პულტის მეშვეობით. იგი დაიწყო როგორც სტუდენტური პროექტი, მაგრამ ახლა მასზე მუშაობენ ათი ელექტრონიკის სტუდენტი შვეიცარიის ფედერალური ინსტიტუტიდან და ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტიდან.

წყარო: gizmodo.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?