გიკის ჯამრთელობა – ჩავყავდეთ სწორად

გიკის ჯამრთელობა საკმაოდ საინტერესო თემაა და როგორც წესი სადავო. ამჟამად შევეხებით საკმაოდ ცნობილ, მაგრამ მითებითა და სისულელეებით გაჟღენთილ თემას – ყავას.

1

მართლაც, ყავაზე მხოლოდ ზეზარმაცს არ დაუწერია. თითქმის ყველა რესურსი, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება სამუშაო და ფრილანსერობის თემას, გამოიკვეთა ამ საკითხში. ბუნებრივია – ყავა ათწლეულებია #1 სასმელს წარმოადგენს ოფისებში, იდეაში სახლშიც ადამიანებს დილის დაწყება სურნელოვანი ყავით ურჩევნიათ. მეცნიერება და მედიცინა განვითარდა, ექიმებს და მეცნიერებს ყავის თემაზე ბევრი უსაუბრიათ, მაგრამ ყავის თემაზე კვლავაც ბევრი მითები ისმის. ზოგჯერ მეცნიერებიც კი ვერ თანხმდებიან გარკვეულ ნიუანსებზე ყავის ზემოქმედების საკითხებთან მიმართებაში, ერთი კვლევა მეორეს უარყოფს და არიან ასე დავაში…

მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ იმ ფაქტებზე, რომლებიც სრულიად დამტკციებულია ან რომელზეც უმეტესობა მკვლევარები თანხმდებიან – რა ზეგავლენას ახდენს, როგორ დავლიოთ სწორად და ღირს თუ არა მისი დალევა საერთოდ.

როგორ მუშაობს

მოდით ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს კოფეინი ჩვენი პირიდან ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ.

ძირითად როლს კოფეინის მუშაობაში მისი ფუძე – ქსანტინი ასრულებს, პურინების რიგის მარტივი ნარევი. როცა დალეული ყავა წვრილ ნაწლავში ხვდება და იწყებს გაწოვას, ქსანტინი იწყებს ადენოზინის რეცეპტორებთან A1 & A2 მოქმედებას, რომელიც განლაგებულია გლუვი კუნთების უჯრედულ მემბრანებზე, ჯირკვლოვან უჯრედებზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხვა ორგანოებში. ყველაზე საინტერესო აქ იწყება: A2 ტიპის რეცეპტორი ზრდის ადენოზინმონოფოსფატის შემცველობას, ხოლო A2 ტიპის რეცეპტორი, რომელიც მის დონეს ამცირებს, იბლოკება და წყვეტს მუშაობას. ასე და ამგვარად, მწყობრში რჩება მხოლოდ A2, რომელიც რეაქციების მთელ სპექტრს ააქტიურებს, შედეგად ვიღებთ:

  • გლუვი კუნთების სისხლძარღვების მოშვება;
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება კონორალურ, ტვინისა და თირკმლის ძარღვებში;
  • დუნდება ბრონქების, ნაწლავებისა და შარდსაწვეთის გლუვი კუნთები;
  • იზრდება სისხლის მოძრაობა ტრომბოციტების აგრეგაციის ხარჯზე;
  • და ყველაზე მთავარი – ადენოზინის დამამუხრუჭებელი მოქმედების განეიტრალება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

როგორც ავღნიშნეთ, ცნს-ს აღარ აფერხებს ადენოზინი, აჩქარებული სისხლი ტვინს გაზრდილი მოცულობით აწვდის ჟანგბადს – სწორედ კოფეინის ეს ეფექტები გვხვდის უფრო ფხიზელს, გვიუმჯობესებს სიცხადესა და ხასიათს, ანუ ხდება ის ყველაფერი რისთვისაც ყავას ვსვამთ ხოლმე.

ყავის საშინელებები

კი, ყავა თანამედროვე ადამიანის სიცოცხლეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ეს სასმელი გარკვეულ რისკებს შეიცავს, ტვირთავს ორგანიზმს და ა.შ. რამაც შეიძლება მართლაც გვავნოს.

ყავის მიღების უკუჩვენებები – ჰიპოთერმია, თირკმლების დაავადებები, 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულოვანი დაავადებები. და კიდე იცოდეთ: შიზოფრენიკს აჯობებს თუ ყავას არ დაალევინებთ – შეიძლება პროდუქტიულ სიმპტომატიკას შეუწყოს ხელი. მერე ამტკიცეთ, ჰალუცინაცია არ ვარო 😀

2

სულ ხარის ჯამრთელობა რომც გქონდეთ, შეიძლება კოფეინის დოზას გადაამეტოთ და კარგით არაფრით დასრულდება ეს. თეორიულად, ყავის დალევა სიკვდილის პირამდე შესაძლებელია, პრაქტიკაში – არარეალური (ზრდასრულ ადამიანს მოუწევს დაახლოებით 70 ჭიქა ესპრესსოს დალევა საათის განმავლობაში). მაგრამ აი დოზის გადაჭარბება – ძალიან მარტივია. სიმპტომები – თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, აჟიტაცია (ერთ ადგილზე მშვიდად ვერ ჩერდები), ფსიქომოტორული აღგზნება, ცნობიერების არევა. დამდეგ ღამეს ძილიც დარღვეული გექნებათ. გამოსვლა მარტივად ხდება (ბევრი წყალი და ჰაერზე გასვლა), მაგრამ მაინც, დამეთანხმებით, სასიამოვნო აქ არაფერია.

და საერთოდაც – ყავის რეგულარული მიღება ზრდის იშემიური დაავადების წარმოქმნის რისკს, აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ქმნის შესაბამის გარემოს სხვადასხვა დაავადებების განსავითარებლად, ასევე ძვლებს კალციუმს არიდებს. ისე, ყავაზე დამოკიდებულება (ყავამანია თუ რაც ქვია) – არ არის მითი, კითხეთ ნებისმიერ ექიმს.

შეგეშინდათ? მშვიდად იყავით. მთავარია, რომ ყავა მივიღოთ სწორად, ნორმალური რაოდენობით და ა.შ. და ყველაფერი კარგად იქნება.

სწორი “ჩაყავება”

როგორ დავლიოთ ყავა, რომ ცუდი ეფექტები ამინდს ვერ ქმნიდნენ, ხოლო დადებით ეფექტებს მაქსიმალური სარგებელი მოქონდეს.

ყველაზე არაერთგვაროვანი თემა – რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებით? აქ მნიშვნელობა აქვს როგორც წლოვანებას, ისე ქრონიკულ დაავადებებს, ასევე სხეულის მასის ინდექსს. ყველასთვის არსებობს ერთი მარტივი რეკომენდაცია – მაქსიმუმ 3-4 ჭიქა ყავა მთელი დღის განმავლობაში, მინიმუმ 2 საათიანი შუალედით. ესპრესსოს ჭიკაში (220 მგ) კოფეინის საშუალო შემცველობიდან გამომდინარე გამოდის – მაქსიმუმ 1 გრამი კოფეინი დღეში.

3

ყავა მშიერ კუჭზე – მავნებელია, ასე რომ თუ გაქვთ ჩვევა, ყოველ დილით მშიერ კუჭზე მიიღოთ ყავა, აჯობებს თუ როგორმე მოვიშლით ამ მავნე თვისებას. თუ დილით არ გშიათ და არ მიირთმევთ, მაშინ აჯობებს თუ დაელოდებით ორგანიზმის გამოფხიზლებასა და საჭმლის მოთხოვნილებას. მსუბუქი დანაყრების შემდეგ უკვე შეგიძლიათ ყავის მირთმევაც <3

არსებობს ყავის მრავალი რეცეპტი სხვადასხვა სანელებლებით (სუნელებით). აქაც იგივე რეკომენდაცია იქნება, იყავით ზომიერნი – არ არის საჭირო ბევრი სანელებლების შერევა საჭირო.

4

ქართულ სუფრაზე ხშირად ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ვიღებთ ყავას, რაც არც თუ ისე კარგია ჩვენი ორგანიზმისთვის. საქმე იმაშია, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები ახასიათებთ ორგანიზმსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ურთიერთკომპესირებაც კი არ ხდება, პირიქით, საბანის გადაქაჩვები მიდის.

თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, იქნებით ფხიზელი, ნათელი გონებით და შეძლებთ უფრო მეტს.

სტატიის მომზადების ავტორი: ლაშა ალადაშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?