დროებითი მეხსიერება არის ფუნქცია,რომელიც გვაძლევს საშვალებას დავაკოპიროთ ნებისმიერი ტექსტი სურათი და სხვა ფაილები.
აპლიკაციას ბუფერში ერთსა და იმავე ინფორმაციის ჩაწერა შეუძლია რამდენიმე სხვადასხვა ფორმატში. პირველ რიგში მასში თავსდება ყველაზე ინფორმატიული ფორმატი, შემდეგ კი დანარჩენები.

ბუფერიდან ინფორმაციის ჩასმის დროს გამოიყენება პირველი ფორმატი, რომელსაც ესა თუ ის აპლიკაცია/პროგრამა ცნობს და რომლისთვისაც ეს ფორმატი იქნება ყველაზე ინფორმატიული.
მაგალითად, თუ ტექსტური პროცესორი ბუფერში ჩააკოპირებს ტექსტს RTF ფორმატში, WMF ნახატის სახით და არაფორმატირებული ტექსტის სახით, ეს ტექსტი შეიძლება ჩაისვას სხვა ტექსტურ რედაქტორში უკვე ფორმატირებული, გრაფიკულ რედაქტორში-სურათის სახით, ხოლო უბრალო ტექსტურ რედაქტორში არაფორმატირებული ტექსტის სახით. ოპერაციულ სისტემას შეუძლია ინფორმაციის ფორმატების შეცვლა, თუ ბუფერში არ არის ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმატით შენახული, მაგრამ თუ არსებული ინფორმაციის შეცვლა შეიძლება. მაგალითად ტექსტის კოდირების შეცვლა.

ბუფერიდან ობიექტის ამოღება და ჩაკოპირება შეიძლება შეუზღუდავად. როგორც წესი, ბუფერში ახალი ინფორმაციის ჩაკოპირებისას, ძველი ინფორმაცია ქრება. თუმცა არსებობს ბუფერის სხვადასხვა რეალიზაციები, მაგალითად Microsoft Office-ში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბუფერში შევინახოთ რამდენიმე ობიექტი და მათი ჩასმისას, ამოვირჩიოთ, თუ რომელი ინფორმაციის ჩასმა გვსურს.

https://ru.wikipedia.org/wiki/Буфер_обмена

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?