ახალი Pebble Time

ყველას კარგად მოგვეხსენებათ, რომ 2013 წლიდან დღემდე დიდი პოპულარობა მოიპოვა ჭკვიანმა საათებმა (smart watch) და მრავალი ადამიანი იყენებს მათ ყოველდღიურად.

pebbletime-17.0
Pebble არის ერთ-ერთი პირველი კომპანია რომლებმაც ჭკვიანი საათი
დააპროექტეს და მალევე გაყიდვაშიც გამოუშვეს. მათი მთავარი მიზანი იყო რომ საათს შესძლებოდა შეტყობინებების გახსნა და ხმოვანი გზით უკან გაგზავნა, შემომავალი ზარების აღება, ტელეფონის დისტანციურად მართვა და ასევე სხვა მოწყობილებების დისტანციურად მართვა მაგალითად როგორიცაა GoPro. Pebble მა დიდი პოპულარობა მოიპოვა Ces 2014 ის შემდეგ, რამაც დიდი როლი ითამაშა მის განვითარებაში და არსებობაში. ასევე Pebble თავისი პროგრამების მარკეტიც აქვს უკვე, საიდანაც საათის მფლობელს 1000 ზე მეტი პროგრამის გადმოწერა შეუძლია.
Pebble-ის პირველი საათი იყო Pebble რომელმაც მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა, საათი შეიცავდა შავ-თეთრ 144×168 pixel Sharp Memory LCD ეკრანს, Bluetooth, Ambient შუქის სენსორს, ვიბრაციულ ძრავი, მისი გრაფიკების გაფართობება არის 1 Bit, წონა 56 გრამი და იგი ძლებდა სრულ დატენვაზე 7 დღეს. 2014 წელს გამოუშვეს Pebble Steel რაც იმით განსხვავდებოდა რომ მისი კორპუსი რკინის იყო და უფრო სოლიდური შეხედულება ქონდა.

Pebble 2015 წლის 24 თებერვლიდან გაგვაცნო გაუმჯობესებულ საათს Pebble Time, რომელიც წინა საათებისგან ბევრად გაუმჯობესებულია, Pebble მა ახალ საათში შემოიტანა ფერადი ეკრანი ePaper Display, შეამცირა მისი მოცულობა და წონა მაგრამ მაინც შეინარჩუნა ელემენტის სიმძლავრე, სრულიად შეიცვალა ინტერფეისი, სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ KickStarter ია იმედია მალე ვიხილავთ გაყიდვაში მისი ფასი დაახლოებით 200$ მდე იქნება.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?