Windows 10- პირველი უნივერსალური Windows-ი

Windows 10 წარმოადგენს უნივერსალურ საოპერაციო სისტემას მოწყობილობების ძალიან დიდი სპექტრისთვის. მას 80-დიუმიან და 4K-გაფართოების მქონე ერკანზე  და ამავდროულად 5-დიუმიან FullHD სმარტფონის ეკრანზე შეუძლია მუშაობა. 

სისტემას ასევე მაღალი დატვირთვის მქონე სერვერებზე შეუძლია მუშაობა. ის ისეთ მოწყობილობებზეც მუშაობს, რომლებსაც ეკრანი საერთოდ არ გააჩნია. ნებისმიერ მოწყობილობაზე Windows 10 იმუშავებს ისე, როგორც ეს მომხმარებელს სურს. ინტერფეისი ავტომატურად იცვლება ეკრანის, მოწყობილობის ტიპის და სენსორული ეკრანის არსებობის მიხედვით. Windows 10 ასევე ხელმისაწვდომი გახდება Xbox One-ზე.

Windows_Product_Family_9-30-Event

Windows 8-ის წარუმატებლობის შემდეგ, სადაც მომხმარებელი იძულებული იყო გადაერთოს Modern UI-დან კლასიკურ ინტერფეისზე და პირიქით, Microsoft-მა გადაწყვიტა დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებელი- ის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ ინტერფეისს და Windows 7-ს, და ვისაც მოსწონს ახალი Windows 8 თავისი ჰიბრიდულობით. ამისათვის სისტემაში დაბრუნდა კლასიკური Start-მენიუ Windows 7-დან და  შეემატა Windows 8.1-ის ინტერფეისის ელემენტები. პერსონალურ კომპიუტერებზე, Start-მენიუს გამოძახებისას თქვენ იხილავთ თითქმის ტრადიციულ მენიუს, სენსორულ მოწყობილობებზე კი თქვენ იხილავთ მის გაფართოებულ ვარიანტს, რომელიც ძალიან გავს Windows 8.1-ის სტარტს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად  ჩვენ Windows 10-ზე, როგორც პერსონალური კომპიუტერების სისტემაზე ვსაუბრობთ, რადგან პლანშეტებებსა და სმარტფონებზე სისტემა წარმოდგენილი იქნება ოტა მოგვიანებით. მოწყობილობების ამ სეგმენტისთვის შეიქმნება გადამუშავებული ინტერფეისი, რომელსაც ჩვენ პირობითად Modern UI 2.0-ს ვეძახით. ჩვეულებრივ კომპიუტერებზე კლავიატურითა და მაუსით თქვენ შეძლებთ ჩართოთ Windows Store-ის აპლიკაციები პირდაპირ ფანჯრების რეჟიმში. ეს ალბათ მოეწონებათ კონსერვატიულ მომხმარებლებს, რომლებსაც Windows Store-ის აპლიკაციები აკლდათ.

windows-phone-10

განახლებული ინტერფეისი მობილურ მოწყობილობებსაც ერგებათ. ამჟამად Windows RT-ის და Windows Phone-ის შთამომავლების ბედი უცნობია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სისტემების ინტერფეისი აუცილებლად შეიცვლება. თქვენ Windows RT-ზე ვეღარ ნახავთ კლასიკურ ინტერფეისს- მხოლოდ სრულმასშტაბიანი Start-მენიუ თავისის სარკმელებითა და Windows Store-ით. ერთ-ერთ ოფიციალურ პოსტერზე თქვენ Windows Phone-ის ინტერფეისის ფონზე აღმოაჩენთ მოლურჯო ფონს, რაც სისტემის პერსონალიზაციის სამომავლო გაფართოებაზე მიუთითებს. მალე მოსაწყენი შავი და თეთრი ფონის არჩევანი წარსულს ჩაბარდება.

Windows 10- აპლიკაციების უნივერსალური პლატფორმა.

App_Commands

Windows 10-თან ერთად Microsoft-ი აგრძელებს უნივერსალური აპლიკაციების იდეის განხორციელებას. ახალ Windows-ს ერთიან Windows Store-თან ექნება წვდომა, სადაც დეველოპერებს უნივერსალური აპლიკაციების შექმნა შეეძლებათ- ყველა მოწყობილობისთვის. დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია უნიფიცირებული API-ს კრებულები. კორპორატიული მომხმარებლები ახალი Windows Store-ით კმაყოფილები იქნებიან.

მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ Windows 10 Technical Preview-ში ამჟამად ფუნქციონირებს Windows 8.1-ის მარკეტი. აპლიკაციების განახლებული მარკეტი ცოტა მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი.

სისტემის საცდელი ვერსია Insider-პროგრამით ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს მომავალშიWindows-ის  საიტზე.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?