Transparent Display და Stella-ს მზის ენერგიის მანქანა

კომპანიამ Microsoft კომპიუტერული ინტერფეისების სფეროში ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ვიდეოკამერის დახმარებით მომხმარებლის კომპიუტერთან ურთიერთქედებაზეა დაფუძნებული.

Microsoft Research Transparent Display

ეს ტექნოლოგია 3D-კომპიუტერის პროტოტიპია, რომელზეც გამოყენებითი მეცნიერებების განყოფილება მუშაობს. ცნობილია, რომ ეს პროექტი მომავალში სამაგიდო კომპიუტერების უფრო ბუნებრივ მართვას უზრუნველყოფს. სისტემა Samsung-ის გამჭვირვალე OLED-ეკრანებსა და კონტროლერს Microsoft Kinect იყენებს მოცულობითი გარემოცვის შესაქმნელად, სადაც მომხმარებელს, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში საკუთარი ხელით, ვირტუალური ობიექტებისა და ინტერფეისის ელემენტების მართვა შეუძლია.

მართვის ასეთი უჩვეულო ხერხის მიუხედავად, გათვალისწინებულია შორეული წარსულის გენიალური გამოგონების — აპარატული კლავიატურის — გამოყენებაც, რომელიც გამჭვირვალე ეკრანის უკანაა განთავსებული, რაც მომხმარებელს ტექსტის აკრეფის შესაძლებლობას აძლევს რა თქმა უნდა, სასურველია ბრმად ბეჭდვის ტექნიკას ფლობდეთ, რადგან სხვა შემთხვევაში ეკრანზე არსებული გამოსახულება კლავიატურის კარგად დანახვაში შეგიშლით ხელს.

 

Stella – მზის ენერგიის მანქანა

Stella- ეს არის საოჯახო მანქანა, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას სახურავზე დამონტაჟებული აქვს მზის ბატარეია, რომელსაც შეუძლია გამოიმუშაოს ენერგია და ბატარიის სრული, ერთჯერადი, დატენვის შემთხვევაში მანქანას შეუძლია გაიაროს 500 მილი (830 კმ).

საუკეთესო მოდელს, რომელსაც ამ ტექნოლოგიურ გამოგონებაში კონკურენტი არ ჰყავს, მანამ სანამ, არ შეიქმნება მზის ენერგიაზე მომუშავე სპორტული, რბოლის მანქანა, რომლის 3D ნიმუში საბედნიეროდ უკვე არსებობს მსოფლიოში.
Stella-მ დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს მზინ ერერგიის გამოგონებათა შორის და მოიგო Michelin Cruiser Class, რადგან დაფარა 3,000 კილომეტრიანი დისტანცია დარვინიდან ადელაიდამდე, ავსტრალიაში, გასულ შემოდგომაზე…

 

www.theverge.com
www.engadget.com

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?