No Man’s Sky – თამაში რომელიც ჯერ არ გამოსულა თუმცა ანონსებით უკვე აოცებს გეიმერების უმრავლესობას. მისი პრეზენტაცია პირველად E3 ის კომფერენციაზე, 2014 წელს შედგა. დეველოპერები გვპირდებიან თამაშის უზარმაზარ რუკას სადაც ყველა წერტილი მისაწვდომი იქნება.

ეს არის თამაში უსასრულო კოსმოსის კვლევასა და მასში გადარჩენაზე. მოთამაშე მოგზაურობს კოსმოსში და მან უნდა შეისწავლოს პლანეტები, იქ მცხოვრები არსებები და შეასრულოს სხვადასხვა მისიები. თამაშში გადაადგილების სხვადასხვა ხერხი იქნება, ყველაზე მარტივი „სწრაფი მოგზაურობა“ (Fast Trevel) იქნება, ასევე შესაძლებელია კოსმოსური ხომალდით გადაადგილება თუმცა შესაძლოა გზად მოწინააღმდეგე შეგხვდეთ და დაბრკოლება შეგიქმნათ, თუმცა ამასაც აქვს პლუსი, მისი განადგურების შემთხვევაში შეძლებთ ქულების მიღებას და ასევე მისი ნივთების აღებას, ამის მიღება „თანამებრძოლების“ განადგურებითაც შეგიძლიათ თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ გამოცხადდებით ძებნაში და კოსმოსში გადაადგილება უფრო გაგირთულდებათ რადგან თქვენს განადგურებაზე ჯილდო იქნება დაწესებული. თუ მოწინააღმდეგე შეძლებს თქვენს დამარცხებას თქვენ დაკარგავთ ყველა ნივთს რომელიც იმ მომენტში თან გექნებათ, თუმცა შეგინარჩუნდებათ პროგრესი, თანხა და ნივთები რომელიც მანამდე „ყუთში“ გქონდათ და შესაბამისად არ იყენებდით. თამაშში შეძლებთ წასვლას ყველგან რასაც დაინახავთ, ანუ დაეშვებით ყველა იმ პლანეტაზე რომელიც რუკაზეა ან/და რომელიც თვალით ჩანს და ამ პლანეტების რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება, ისინი ყველა განსხვავებული იქნება რელიეფით, მასზე მცხოვრები არსებებით და სხვადასხვა მახასიათებლებით. თამაშში შეტანილია ჯერ კიდევ „ფანტასტიკის“ ჟანრში მყოფი არსებები, გეოლოგიური ფორმირებები, მცენარეები და განსაკუთრებით ხომალდები.
თამაში შექმნილია ეპიკური თავგადასავლისთვის. ამისთვის თქვენ უნდა შეაგროვოთ სხვადასხვა ნივთები, გადაცვალოთ და ივაჭროთ ამით რათა განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ხომალდი, კოსტუმი და აღჭურვილობა.
მოთამაშე შეძლებს გაუზიაროს სხვა მოთამაშეებს მისი აღმოჩენილი ადგილები და პლანეტები.
და რათქმაუნდა რა არის კარგი თამაში მუსიკის გარეშე. ამაზე ჯგუფი 65daysofstatic იზრუნებს, ისინი უკვე წერენ ალბომს სპეციალურად ამ თამაშისთვის.

ამ დროისთვის თამაშზე ბევრი ინფორმაცია არსებობს მაგრამ ყველაფერს დაზუსტებით მხლოდ მისი გამოსვლის შემდეგ გავიგებთ.

ეს არის გეიმფლეი რომელიც ნაწილობრივ შთაბეჭდილებას შეგიქმნით თამაშის შესახებ.


ეს კი ინფორმატიული ვიდეო რომელშიც ამ თამაშზე მოთხრობილია სახალისო ხერხით.