XXI საუკუნეში ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს კომპიუტერულ ტექნიკას, სმარტფონებს, მობილურებს და სულ უფრო მეტი კონფიდენციური ინფორმაციის მატარებელი ხდება თითოეული მათგანი.

იმისთვის რომ ჩვენი კონფიდენციური ინფორმაცია უცხო პირის ხელში არ მომხვდარიყო კომპანია Boeing-მა სახელმწიფო დაკვეთით უნიკალური სმარტფონი შექმნა, რომელიც უმალ თვითგანადგურების რეჟიმში იწყებს მუშაობას,როგორც კი უცხოს ხელში აღმოჩნდება.არა,ეს იმას არ ნიშნავს რომ თითქოს boeing Black-ი, რომელიც ანდროიდის მოდიფიცირებული ოპერაციული სისტემით იმართება,უცხო პირის ხელში აღმოჩენისთანავე აალდება ან აფეთქდება.უბრალოდ, როგორც კი ვინმე „უნებართვოდ“მისი კორპუსის გახსნას ან მისი მეხსიერებიდან ინფორმაციის ამოღებას შეეცდება,აპარატში არსებული ყველა მონაცემი ავტომატურად განადგურდება ისე,რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდება.
მსგავს სმარტფონზე ყოველთვის ოცნებობდით?თქვენი ოცნება,სამწუხაროდ ჯერჯერობით ისევ ოცნებად უნდა დარჩეს, ის ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ის იმ სააგენტოებისა და კომპანიების თანამშრომლებისთვის იქნება, რომლებიც ქვეყნის უშიშროებაზე ზრუნავენ.

Boeing-Black-phoneBoeing_Black_1