ექსპერტები ვარაუდობენ რომ დესკტოპ კომპიუტერების გაყიდვა 2015 წელს საგრძნობლად გაიზრდება,ამაში დიდ წვლილს შეიტანს პოლონური კომპანია: “Przemysław Strzelczyk”-ი, რომელმაც ახალი პროდუქტი დააანონსა სახელწოდებით :Mouse-Box“.ეს არის კომპიუტერი,რომელიც მაუსშია ჩაშენებული.

computer_in_a_mouse

ეს მოწყობილობა აღჭურვილია ოთხბირთვიანი ARM Cortex პროცესორით,WI-FI-თ,128 gb Flash + CLOUD DRIVE-ით და 2x USB 3.0 პორტით.

Mouse-Box ზუსტად იგივე ზომისაა,რამხელაც ჩვეულებრივი მაუსი და სპეციალური დამტენით იტენება.

1EgatWO7Am3f.878x0.Z-Z96KYq

Mouse-Box ამ ეტაპზე გაკეთებულია პროტოტიპის ეტაპზე და მისი შემქმნელები ეძებენ დაფინანსებას რათა ეს პროდუქტი წარმოებაში ჩაუშვან.

ერთადერთი რაც მას მუშაობისთვის ჭირდება არის მონიტორი,რომელსაც მიკრო HDMI კაბელით უკავშირდება.აღსანიშნავია რომ მისი გამოყენება ჩვეულებრივ მაუსადაც შეგვიძლია სპეციალური გადამრთველის საშუალებით.

მისი მთავარი გაყიდვის წერტილი არის მისი პორტაბელურობის დონე, რადგან თუ თქვენ მიდიხართ სადმე,სადაც შესაძლებელია მონიტორის ან პროექტორის პოვნა და გამოყენება,მაშინ ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის ეს პატარა მოწყობილობა.

დეველოპერებს Mouse-Box-ზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებიათ და მისი გამოსვლის თარიღი და გასაყიდი ფასი ოფიციალურად არ ხმაურდება.

 

http://mouse-box.com/

Mouse-Box-Is-A-Mini-PC-And-Mouse-Combined24E044EE00000578-2918534-It_connects_to_a_monitor_or_projector_via_a_standard_HDMI_cable_-a-49_1421771086394