ხელოვნური თვალი

ხელოვნური ორგანოები ჯერ კიდევ ახლო წარსულში წარმოუდგენელი მოვლენა იყო. უახლესმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ის რაც ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა შესაძლოა რეალობად იქცეს.

tvali

     
ასეთი რევოლუციური მიგნებაა  ხელოვნური თვალის გადანერგვა. ერთი სანტიმეტრის ხელოვნური თვალის სენსორი ინერგება პირდაპირ ბადურის ქვეშ და ოპტიკური რეცეპტორების შემცვლელის ფუნქციას ასრულებს. ტიუბინგენის თვალის კვლევითი ინსტიტუტის ექიმებმა ჩიპის კლინიკური ცდები განახორციელეს და შთამბეჭდავი შედეგებიც მიიღეს. პირველი ოპერაციები სამ უსინათლო პაციენტს ჩაუტარდა. ასეთი ხელოვნური ბადურის გადანერგვიდან  რამდენიმე დღეში პაციენტებმა  ოთახში საგნების გარჩევა დაიწყეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა შეძლო მაგიდაზე მომცრო ზომის ობიექტების  იდენტიფიცირება, გადაადგილება და შენობაში  დამოუკიდებლად სიარული. მან ასევე მოახერხა  ნაცრის ფრის შვიდი ტონალობის გარჩევა და ოთახის საათის საშუალებით დროის განსაზღვრა.

იმპლანტანტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე ვერავინ შეძლო დამუშავებული ინფორმაციის ელექტრონული სენსორიდან თვალის ნერვის გავლით თავის ტვინში გადაცემა. ყველა წინა მოდელი დისფლეიზე მხოლოდ გამოსახულების პროეცირებას ახდენდა. ახალი მოწყობილობის შექმნას ოფტალმოლოგები ამ დარგში ნამდვილ გარღვევად მიიჩნევენ და უკვე გეგმავენ სენსორის საფუძველზე მთლიანი ფუნქციური ბიონური თვალის დამზადებას.

მოძიებული წყარო: http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=244

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?