სრულად ავტონომიური მანქანა, რომელსაც შეეძლება დამოუკიდებლად გადაადგილდეს თქვენი სახლიდან ოფისამდე,ჩვენი რეალობიდან მინიმუმ 15 წლით არის დაშორებული-ამბობს აუდი.

autopilot

გერმანულმა კომპანია AUDI-მ წარადგინა “driverless car technology”-ს უკანასკნელი განახლება “the Consumer Electronics Show”-ზე ლას ვეგასში და დაგვპირდა რომ მათი “Traffic Jam Assist” ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო თაობის “A8 limousine”-ებში,რომელთა გამოსვლაც 2016 წელს იგეგმება.

CES03-729x410-620x349

მაგრამ პროექტის მენეჯერმა,ბიორნ გისლერმა განაცხადა რომ ეს არის ავტონომიური მართვის მხოლოდ პირველი ეტაპი და ის არ მოელის რომ 2030 წლამდე შესაძლებელია მანქანა გადაადგილდეს ქალაქის საცობებში მძღოლის გარეშე.

გისლერი ამბობს რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება “on ramp to off ramp” ფუნქციის შემოღება,რაც გულისხმობს თავისუფალ გზაზე გადაადგილებას უპრობლემოდ,ეს კი დაახლოებით 2025 წლისთვის განხორციელდება.მაგრამ იმის წარმოდგენა რომ მანქანა შეძლებს მაგალითად დასახლებული ადგილების და ველოსიპედისტების აღქმას,არ შეიძლება და ეს ჯერ კიდევ ძალიან შორს არის რეალობიდან.

მიუხედავად იმისა,რომ მანქანებს უკვე აქვთ ფეხით მოსიარულეთა აღქმის და გარკვეულწილად პოტენციური საფრთის თავიდან აცილების უნარი,გისლერი მიუთითებს რომ სისტემა უნდა იყოს ყოველგვარი შეცდომისგან დაცული,ამისთვის კი მანქანას დასჭირდება ჩვენთან კონტაქტი GPS-ის ან smartphone-ის მეშვეობით.

Traffic Jam Assist

გისლერმა გამოსცადა “Traffic Jam Assist” ფუნქცია Audi a7-ზე ლას ვეგასში და ტრაფიკის შესაქმნელად გამოყენებული იქნა პოლიციის ესკორტი.

ეს მანქანა აღჭურვილია ულტრაბგერითი პარკირების სენსორებით,რადარის კრუიზკონტროლით და ლაზერით,რომელიც ასკანერებს გზას მანქანის წინ.ამ ყველაფრის მართვა კი ხდება მანქანის შიგნით დამონტაჟებული დამატებითი კომპიუტერის ეკრანის და უკაბელო კლავიატურის მეშვეობით უკანა მგზავრის ადგილას.

მას შემდეგ რაც გისლერმა ჩართო ავტოპილოტი,მანქანამ მთავარი აქცენტი გააკეთა წინ მიმავალ მანქანასთან მანძილის შენარჩუნებაზე,ის წამიერად ზომავდა მანძილს და მის შესანარჩუნებლად უმატებდა და აგდებდა სიჩქარეს დამოუკიდებლად.

გისლერმა ასევე გვიჩვენა რას მოიმოქმედებს სისტემა,თუ აღმოაჩენს რომ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა:სალონში არის 2 კამერა დამონტაჟებული,რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ მძღოლის თვალის მოძრაობას და თუ დაინახესს რომ მისი თვალები დახუჭულია გარკვეული დროის განმავლობაში,ირთვება გამაფრთხილებელი ზარი.თუ მძღოლმა არ უპასუხა 10 წამის განმავლობაში,ჩაირთვება “hazards lights” და მანქანა გაჩერდება.ასევე ზოგირთ ვერსიაში ავტომატურად ხდება 911-ში დარეკვა და დახმარების გამოძახება.

მიუხედავად იმისა რომ სისტემა სუფთად მუშაობს,ის არ არის სრულყოფილი და ჯერ კიდევ არ შეუძლია გარკვეული სიტუაციების აღქმა საცობებში და გადასწრების დროს.

თუმცა ეს იმას აჩვენებს რომ ავტონომიური მართვის სისტემები თითქმის მზად არის და არც ისე შორეულ მომავალში მას შეეძლება რთულ ტრაფიკში სწორად რეაგირება.