კომპანია გიროპტიკმა კომპაქტური და პანორამული კამერა 260Cam შეიმუშავა, რომელსაც სახელწოდებიდან გამომდინარე საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ 3600-იანი ვიდეო და პანორამული ფოტო.


დიზაინი და ოპტიკა
GIROPTIC 360Cam ჩანაფიქრში უნდა შემდგარიყო, როგორც ხარისხისა და სიმარტივის ეტალონი. მაღალი ხარისხის მომთხოვნი ხალხით შთაგონებულ კამერაში ერთადაა შერწყმული სიმსუბუქე და გამძლეობა, რომელიც მაგნიუმის შენადნობისგანაა დამზადებული და დაცვის მიზნით დაფარულია რეზინით. ყველაფერი ეს გვაძლევ აქამდე არნახულ ტექნიკურ ნივთს.
სპირალური დიზაინი აძლევს კამერას უნიკალურ და დინამიურ ფორმას, რომელიც საშუალებას იძლევა ტრანსფორმირდეს ავტომატურად და მივიღოთ მაღალი ხარისხის კადრი.
ghjkl
იმის მიუხედავად რომ კამერა აწყობილია ორ ნაწილად , დამცავი ზედაპირი მას ეკვრება მარტივად რის შემდეგაც კამერა საშუალებას იძლევა წყალქვეშ გადაიღოთ. მისი ჰერმეტული კორპუსი და ლინზის დამცავი კეისი 10 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში მუშაობს.

2c618841c85d29e661ce9b09a825bcc7_large

360Cam-ს გააჩნია Fish eyes optic, 1850 გამოსახულების აჰქმის კუთხე, ფიქსირებული f/2.8 apeture, მთლიანად აღიქვავს 3600 x 3000.

ჩამწერი შესაძლებლობები
360_recording_2
3 ოპტიკა, 3 სენსორი და მხოლოდ ერთი ვიდეო-ფოტოფაილი გამოდის. სწორედ ამაშია უკვე დაპატენტებული და მსოფლიო აღიარების მქონე 360Cam-ის უპირატესობა. ასევე მას ახასიათებს გამოსახულების ოპტიმალურად შერწყმის ტექნოლოგია.
ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეგიძლია გადაიღო წარმოუდგენელი 2K ვიდეო სრული კუთხით -3600-ით, (2048-1024) გარჩევადობით, 30 ფრამით წამში. ასევე შეგიძლია გადაიღო გასაოგნებელი 4K სურათები გარჩევადობა (4096-2048).
რაც ყველაზე მთავარია, არ საჭიროებს დამატებითი, რთული, სპეციალური პროგრამების გამოყენებას სურათის ან ვიდეოს ფორმატის წასაკითხად. ფოტოები და ვიდეოები ზუსტად ისეთი ფორმატითაა რომლის გამოყენებასაც თითოეული ჩვენგანი მიჩვეულია – MP4 ან H264 ფორმატი ვიდეოსთვის, ხოლო JPG ფორმატი სურათებისთვის.

ტექნოლოგია და კავშირი
Giroptic 360cam-ის აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ მართოთ კამერა მასში ჩამონტაჟებული WiFi – ის მეშვეობით : ამისათვის საჭიროა თქვენი მობილურიდან სიგნალის მიღება და კამერა გადაიღებს თქვენთვის სასურველ კადრს მაშინაც კი როდესაც ის ხელში არ გიჭირავთ , მეტიც ის გაძლევთ საშუალებას მართოთ თქვენი კადრები და განათავსოთ ისნი ინტერნეტში. გაჯეტს აქვს Streaming-ის ფუნქცია, შესაბამისად გამოსახულებას iphone-ზე და Android-ზე აკონტროლებთ.360_tech_1
კამერა ასევე აღჭურვილია GPS-ით, 3 მიკროფონით, 1180 მილიამპერიანი აკუმლატორით, Display-თ, MicroSD-ს შიდამეხსიერების სლოტით, USB პორტით და უნივერსალური სამაგრით, ხოლო გამოსახულების სტაბილიზაციისთვის მასში ინტეგრირებულია გიორსცოპი.

7213e4483918db4afe21f57f00b0fb07_large
ხელსაწყოს მართვა შესაძლებელია, როგორც მასზე განლაგებული ღილაკებით ასევე Android-ის და IOS-ისთვის განკუთვნილი სპეციალური პროგრამის საშუალებით.

ყველაზე მრავალმხრივი კამერა
გიროპტიკის 360cam არის ყველაზე მრავალმხრივი და მრავალფეროვანი კამერა რომელსაც ისურვებდით. გინდა მოგზაურობის დროს გადაღება ? ეს შესაძლებელია.
Untitled
360_cam_2360_cam_3უკანა მხარეს აქვს მოსახსნელი და მრავალჯერადი დატენვის ელემენტი. ასევე შტატივი რომელიც ერგება სხვა ნებისმიერ გადასაღებ მოწყობილობას. ასე რომ, ისღა დაგრჩენია ჩართო შენი 360cam და ისიამოვნო ამ ყველაფრით, კამერა შენთვის ყველაფერს გააკეთებს.

360_cam_1თუკი შენ არ ხარ სახლში მაგრამ გინდა თვალი ადევნო სახლში მიმდინარე მოვლენებს, ან თუ გინდა ჩაწერო შენი წვეულების ვიდეო უბრალოდ მოხსენი ნათურა და მის ადგილზე სპეციალური ბუდის საშუალებით მოათავსე 360Cam და თვალი ადევნე WiFi-ს საშუალებით.
360_tech_3
თუ შენ ხარ პროფესიონალი და გინდა Live-Stream 3600 იმუშაოს შეუფერხებლად WiFi-ის გარეშე მაშინ უნდა ჩართო Powered Over Ethernet და თვალი ადევნო მიმდინარე მოვლენებს სრული კუთხით პირდაპირ რეჟიმში.

მოწყობილობას ასევე გააჩნია ვირტუალური რეალობის Oculus Rift-ის მხარდაჭერა.Oculus-Rift
კომპლექტი
360cam-Full-HD-360-Degree-Camera-4

გიორგი ჯამასპიშვილი

წყარო: http://360.tv/