Google-მა გასულ წელს იყიდა კომპანია Boston Dynamics , რაც ნიშნავს იმას, რომ ის ფლობს ამ კომპანიის მიმდინარე რობოტიკის პროექტებს, რომელთა შორისაც არის Big Dog.

bdspot

Google-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზც ასახულია მცირე ზომის ძაღლის მსგავსი რობოტი, რომელსაც სიმბოლურად Spot ჰქვია. ის იწონის 160LBS , რის გამოც მკვეთრად განსხვავდება მისი წინა მოდელებისგან. Spot არ არის ისეთივე ტვირთის გადამტანი როგორიც Big Dog იყო .მისი წინამორბრდი იწონიდა 240 LBS და შეეძლო ეტარებინა 340 LBS წონის ტვირთი , მაგრამ Spot Big Dog-ს იმით ჯობია, რომ ის უფრო მოქნილია და სწრაფია. Spot თავისი პატარაა ზომის გამო ასევე ადვილად გადაადგილდება , შენობის როგორც შიგნით ასევე გარეთ , რაც არ შეეძოთ წინა მოდელებს. Spot-ს როგორც ვიდეოში ჩანს შეუძლია არამარტო სიარული ნებისმიერ ზედაპირზე ,არამედ ძუნძული და სირბილიც. ასევე ამ რობოტო ძაღლისთის არ არსებობს დაბრკოლება და ის კიბეებზეც ჩვეულებრივად ადის, მაგრამ მთავარი , რაც ყურადღებას იქცევს ვიდეოში არი ის , რომ Spot საკმაოდ მძლავრი ფეხის კვრის შემდეგ არ ზიანდება და ჩვეულებრივად აგრძელებს სვლას.
vb34dw

Boston Dynamics აღნიშნავს, რომ Spot აქვს სენსორი თავში, რომელიც ეხმარება მას ნავიგაციაში. მართლაც ვიდეოში ჩანს , რომ რობოტს თავის დაბლა აქვს პატარა მოძრავი ცილინდრი. სავარაუდოდ ეს არის LIDAR-ის სისტემის მსგავსი, რომელსაც Google იყენებს თავის ავტომართვად მანაქანაში გარემოს აღსაქმელა და რეალურად ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი Spot-ის შექმნაში, რადგან მას შესწევს უნარი აღიქვას მისი შემოგარენი. იმედია Boston Dynamics გაავრცელებს უფრო დეტალურ ინფორმაცია ამ Spot-ის შესახებ.