Renault’s Alpine Vision GT და Electric-Networked Vehicle

Renault’s Alpine Vision GT – არის ლეგენდარული ფრანგული მანქანა, რომელიც შეიქმნა რბოლისთვის

Alpine -მა შექმა უახლესი შესაძლებლობების მქონე სპორტული მანქანა, რომელმაც გაიმარჯვა მსოფლიოს 15 კონკურსზე.

ეს არის Alpine-ს ძალისხმევა. თუ თქვენ გჭირდებათ შეხსენება თუ რას წარმადგენს ის, გეტყვით, რომ ეს არის სპორტული მარკის მანქანა, რომელსაც კავშირები აქვს Renault-თან. ჯერჯერობით ეს მანქანა არ არის გაყიდვაში. გასაოცარი არ არის, როდესაც საუბარია 8 ცილინდრიან ძრავზე, მაგრამ როდესაც თვალწინ წარმოგვიდგება 2016 წლის უახლესი Renault’s Alpine Vision GT რომელიც ბუმბულივით მსუბუქია და რომeლიც იწონის 900 კილოგრამს, ამით ყველაფერი ნათქვამია. სპორტული მანქანaს აქვს 450 ცხენის ძალა, არის 8 ცილინდრიანი და იწონის სულ რაღაც 2000 ფუნტს (904 კგ). მისი მაქსიმალური აჩქარებაა 330 კმ/სთ. მანქანის ჩვენება შედგება 4 თებერვალს, პარიზში, Alpine-ს მე-60 დაბადების დღეზე.

Electric-Networked Vehicle – ულტრათანამედროვე, ორადგილიანი ავტომობილი


ამერიკულმა კომპანიამ “General Motors”-მა, ამ გიგანტმა კომპანიამ World Expo Shangai-ზე EN-V – Electric-Networked Vehicle-ის, ორადგილიანი ავტომობილის დემონსტრირება მოახდინა.ავტომობილის დიზაინერებმა მიაგნეს იდეალურ გადაწყვეტილებას იმათთვის ვინც დაიღალა მუდმივი ქუჩებში საცობებით, დაიღალა პარკირებისთვის მუდმივად ადგილების ძებნით.გარდა ამისა მათ მიერ წარმოდგენილი ავტომობილი ეკოლოგიური თვალსაზრისითაც წარმატებული პროექტია. Electric-Networked Vehicle-ს აქვს საშუალება 360 გრადუსით იბრუნოს. EN-V-ს,   ტექნიკის ამ სუპერთანამედროვე მიღწევას მხოლოდ თითო ბორბალი გააჩნია ორივე მხარეს და  აქვს შესაძლებლობა დაუკავშირდეს სხვა ავტომობილებს, რომლებიც მას გზაზე შეხვდება. ავტომობილის მოძრაობას ულტრალაზერული მართვის საჭე უზრუნველყოფს. აღსანიშნავია რომ EN-V-ს ჯერჯერობით  25 მილი/სთ (დაახლ.40კმ/სთ) სიჩქარის განვითარების საშუალება აქვს. ეს ავტომობილი ერთ ჯერზე სულ 25 მილის (დაახლ. 40 კილომეტრის) გადის. სამწუხაროდ ახალ ავტოს არ გააჩნია საავარიო ბალიშები, ამორტიზაცია და სხვა დამცავი საშუალებები. ტექნიკის მიღწევაში ვერ თავსდება ორზე მეტი ადამიანი. გამომგონებელთა აზრით, ავტომობილი მათ არ საჭიროებს, რადგან მანქანა საამისოდ ძალიან ჭკვიანია. ავტომობილს შეუძლია იმოძრაოს მძღოლის დახმარების გარეშეც და აიცდინოს  სხვადასხვა დაბრკოლება ( მაგ. ავტომობილები, ფეხით მოსიარულეები )

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?