ხშირად ხანძრის დროს მეხანძრეებს უწევთ შენობის დაათვალიერება, რათა ამ შენობში ადამიანი არ დარჩეს. რეალურად შეიძლება ამ დროს შენობაში არავინ იყოს და მეხანძრემ ტყუილად ჩაიგდოს თავი საფრთხეში.

13348.0.pos

დღეს წესით ტექნელოგიური განვითარება უნად გვაძლევდეს იმის საშუალებას რომ ადამიანის სიცოცხლე არ ჩავაგდოთ საფრთხეში და შენობა დავათვალიეროთ რობოტების გამოყენებით,მაგრამ რობოტების უმეტესობას არ შეუძლია ეს საპასუხისმგებლო მისია შეასრულოს. ძირითადი პრობლემა არის ის რომ ასეთ რობოტებს არ შეუძლიათ კვამლში დანახვა ან მაგალითად კიბეზე ასვლა . მართლია არსებობენ ისეთი მფრინავი მართვადი რობოტები , რომლებიც კვამლშიც გაიკვლევენ გზას და კიბეების პრობლემასაც გადალახავენ, მაგრამ აქ წარმოიქმნება უკვე ახალი პრობლემა . მფრინავი რობოტის პროპელერი ხშირ შემთხვევაში ეჯახება კედელს და ზიანდება და ამის გამო ვეღარ ახერხებს გზის გაგრძელებას. ასევე ამ რობოტის პროპელერმა შეიძლება ადამიანიც დააზიანოს მისი ძებნისას. სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად შეიქმნა GimBall.
gimball-2
GimBall ეს არის მფრინავი, ადამიანის მიერ მართვადი რობოტი. განსაკუთრებული ფაქტია ის ,რომ მას შეუძლია აირიდოს დაბრკოლებებ , მაგრამ შეჯახების შემთხვევაშიც მისი გამძლე კორპუსი უზრუნველყოფს ფრენის გაგრძელებას იგივე მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიფრინავდა. GimBall-ის ბირთვი არის სფერული გალია , რომელიც ემსახურება რამდენიმე მიზანს . პირველი არის გაგორება ანუ მას შეუძლია გაგორდეს კედელზე ან ჭერზე. ასევე პროპელერი ამ მოწყობილობის ისე არის მოთავსებული , რომ ის არ დაეჯახება არც ადამიანს და არც კედელს . ასევე ამ მოწყობილობას აქვს კამერა, რომელიც უზრუნველყოფს კვამლში ორიენტირებას. „ამ მოწყობილობის შექმნით ჩვენ ვიაზრებდით, რომ შეგვეძლო დიდი ინტელექტის ჩადება რობოტში მისი ბრუნვადი ჩარჩოთი , რომელიც საკმაოდ მყარია . ასე რომ , ეს გვაძლევს შანს რობოტი გავუშვათ საკმაოდ რთულ გარემოში, მაგალითად სამაშველო მისიებზე სადაც საკმაოდ ბევრი დაბრკოლებაა და დავასრულოთ ეს მისია პრობლემების გარეშე. ეს პლათფორმა იმიტომაა ნოვაციური , რომ ჩარჩო არის მოძრავი და დაცული. ეს ჩარჩო გამოყოფს შიდა ჩარჩოს , რომელიც ახდენს კორდინაციას მიუხედავად მისი გარე ჩარჩოს მოძრაობისა“, ამბობს ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი. დიზაინის შექმნა და აშენება ამ მფრინავი მოწყობილობის საკმაოდ რთული იყო . პირველი სირთულე იყო წონა. სწორედა ამის გამო რობოტი აწყობილია ნახშირბადის ბოჭკოს მატერიისგან (კარბონისგან) . მეორე პრობლემა იყო ჩონჩხი .რობოტს უნდა შესძლებოდა სიმყარის შენარჩუნება შეჯახების მიუხედავად.
value-proposition
შემქმნელები თვლიან რომ ეს რობოტი უფრო მეტად განვითარდება და შეძლებს მაქსიმალურად დაეუფლოს მწერის მოძრაობის ტექნიკას. GimBall დასატესტად გაუშვეს ტყეში და მისცეს კონკრეტული მმართულება . ტესტირებამ კარგად ჩიარა, რადგან რობოტმა იფრინა რამდენიმე ასეული მეტრი თავისუფლად მიუხედავად იმის, რომ მის გარშემო ბევრი ხე იყო , მაგრამ მიუხედავად წარმატებული ტესტირებისა დღეს ეს მოწყობილობა მაინც დასახვეწია და შემქმნელებს აქვთ იმედი ,რომ მალე ის გაყიდვაში ჩაეშვება.