Google კოსმოსური ლიფტის შექმნის შესახებ ალაპარაკდა

ბოლო ხანებში ბევრი შეიპყრო “კოსმოსური ლიფტის” მშენებლობის იდეამ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტდა ადამიანის კოსმოსში გაშვების პრობლემას. ასეთი გამოგონება ძალიან ბევრ კოსმოსურ სააგენტოს დაეხმარებოდა თავისი კოსმონავტების დედამიწის ორბიტაზე გადაადგილებაში. მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, ასეთი ლიფტის მშენებლობა სიგიჟესთან ასოცირდება, რასაც სრულებითაც არ ეთანხმებან Google X-ის საიდუმლო ლაბორატორიის თანამშრომლები.

20081216_space_elevator

Google X-ის ერთ-ერთი ჯგუფის, Rapid Evaluation-ის მმართველმა, რიჩ დე ვოლმა, ცოტა ხნის წინ პრესას განუცხადა, რომ Google ნამდვილად განიხილავს კოსმოსური ელევატორის შექმნის შესაძლებლობებს. მან თქვა, რომ ასეთი ლიფტის შექმნის იდეა მდგომარეობს შემდეგში: “ეს ლიფტი მოგცემთ საშუალებას, გადაადგილდეთ დედამიწიდან მაღლა, მის ორბიტაზე, ყოველგვარი ზედმეტი ენეგრგიის დახარჯვის გარეშე”.

სამწუხაროდ, Google X ჯერჯერობით ამ გეგმებზე ჩერდება. ამის მიზეზად ის ასახელებს იმას, რომ დედამიწაზე ჯერ არ მოიპოვება ისეთი რესურსები, რაც დაეხმარება გამომგონებლებს ამ იდეის რეალიზებაში. ამ კონსტრუქციის ასაგებად საჭიროა მეტალი, რომელიც ათასობით ტონას გაუძლებს, ასეთი მეტალი კი ჯერჯერობით თეორიაშიც არ არსებობს. მიუხედავად ამისა, Google X იმედს არ კარგავს – ის ნახშირბადის ნანო მილების გამოყენებაზე ფიქრობს.

თუმცა, რაღა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. საქმე ის არის, რომ დღეს არსებული ყველაზე გრძელი ნახშირბადის ნანო მილის სიგრძე მხოლოდ ერთი მეტრია. სავსებით გასაგებია, რატომ მოუწევს Google-ს ამ იდეის კარგა ხნით გადადება. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნანო მილების განვითარების მოლოდინია ( ჯერ მხოლოდ ამას დასჭირდება საკმაოდ დიდი დრო), მხოლოდ ბევრი ახალი აღმოჩენის, მრავალმხრივი განვითარების და ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ შეგვეძლება მოვხვდეთ დედამიწის ორბიტაზე და გავიხედოთ კოსმოსში, რომელზეც ამდენხანს და ასე ვვოცნებობთ.

Space_Elevator

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?