ჩინური კომპანია – Dexta Robotics-ი მუშაობს ახალ პროექტზე:”The VR Glove”,რომელიც საშუალებას მოგვცემს განვიცადოთ ვირტუალური სამყაროს შეგრძნებები რეალობაში.ამ ხელთათმანის საშუალებთ შევძლებთ შევიგრძნოთ ზეწოლა ვიბრაციაზე მეტად,რაც დაგვეხმარება ვირტუალური ობიექტის ზომის და ფორმის აღქმაში.
p02hzr5f

დეველოპერების განცხადებით ამ პროდუქტს შეუძლია ვირტუალური რეალობის შემოტანა სათამაშო და ტექნიკის ინდუსტრიაში.

გარდა ამისა ეს უკანასკნელი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სიტუაციებში, მათ შორის ჟესტების ენის თარგმნაში, მუსიკის წარმოებაში, ინტერაქტიულ ხელოვნებაში, ასევე სამედიცინო და სასწავლო მიზნებისთვის.

აღსანიშნავია რომ ამ მოწყობილობას არ შეუძლია რბილი ობიექტის აღქმა რადგან ის მხოლოდ ციფრული ძალის კავშირს აღიქვამს.

პროექტის ბიუჯეტი 200000 დოლარს შეადგენს და მისი გასაყიდი ფასი 75 დოლარი იქნება.

http://www.bbc.com/news/technology-31049807

dexmo-1dexmo-exoskeleton-440x292-cdexmo-640x0Dexmo-Exoskeleton-glove