”კოლიბრი” მსოფლიოში პირველი ელექტრონული კბილის ჯაგრისია, რომელსაც Bluetooth-ის მხარდაჭერა აქვსა. უკაბელო კავშირის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია კბილის ჯაგრისი სმარტფონზე დამყარებულ სპეციალურ პროგრამას დაუკავშიროს.

ჯაგრისი იმახსოვრებს, რამდენი ხნის განმავლობაში და რამდენად დეტალურად იწმინდება თითოეული კბილი, და დამუშავებულ ინფორმაციას სმარტფონს გადასცემს. ასე რომ, ”კოლიბრის” მეშვეობით თქვენ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ თქვენი კბილების ჰიგიენის შესახებ.

ჯაგრისის შემქმნელებს არც სათამაშო ელემენტები გამორჩათ. სპეციალური აპლიკაცია საშვალებას გაძლევთ შეეჯიბროთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს კბილების სწრაფად და ხარისხიანად გაწმენდაში. სურვილის შემთხვევაში კი მიიღებული ინფორმაცია facebook-ზე გააზიაროთ.

http://www.kolibree.com/shop/product

http://www.kolibree.com/

ჯუმბერ ჯიმშელეიშვილი