კიმ დოთქომი (Kim Dotcom), რომელიც ცნობილია როგორც ყველაზე სამარცხვინო მეწარმე Megaupload-ის უკან, ახლახან გამოუშვა თავისი უახლესი პროდუქტი (ამჟამად ბეტა ვერსია) MegaChat. ეს არის ბრაუზერზე დაფუძნებული დაშიფრული ვიდეო ზარები და ფაილის გაზიარების პლათფორმა, რომელიც პოზიციონირებულია როგორც სკაიპის კონკურენტი.

MegaChat იყენებს მომხმარებელზე კონტროლირებად დაშიფრვას (User Controlled Encryption), რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაძლევთ თქვენი დეშიფრაციის გასაღებს, რომელიც შეგიძლიათ გაუგზავნოთ ხალხს, რომლებსაც ექნებათ ამ ფაილებთან წვდომის საშუალება. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მახასიათებელი მეგაჩატის არის ის, რომ თქვენ არ უნდა გადმოწეროთ და დააყენოთ პროგრამა, რომ გამოიყენოთ ის. მეგაჩატი არის ასევე ქრომის და მოზილას Extension-ებში, რომელბისაც შეუძლიათ უფრო გაზარდონ უსაფრთხოება და სისწრაფე.

კიმ დოთქომმა პირველად მეგაჩატზე ისაუბრა დეკემბერში, როდესაც მან გამოიაცხადა, რომ იგი დომინირებას გაუწევდა სკაიპს და იყო უსაფრთხო ალტერნატივა Microsoft-ის საკუთრებაში არსებული მომსახურების.

ეწვიეთ ვებგვერდს

მეგაჩატი ორიენტირებულია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ფრთხილობენ სკაიპის უსაფრთხოებით (ასეთი ბრაუზერზე დაფუძნებული მოდელი, ძალიან დიდი დარტყმაა Microsoft-ზე, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა სკაიპის ინტეგრირება Internet Explorer-ში და ხალხს აღარ მოუწევდა აპლიკაციის გადმოწერა).

წყარო: Techcrunch.com