მუსიკა ადამიანების ცხოვრების ნაწილია. მას მოაქვს სიმშვიდე, სიხარული, აღტაცება და მოტივაცია. თუმცა მისი მოსმენა სტანდარტული ყურსასმენებით ყოველთვის არაა სასიამოვნო და მოსახერხებელი. კაბელები ხშირად იბურდება, წყდება და საბოლოოდ ყველა ყურსასმენი გამოუსადეგარი ხდება. გარდა ამისა, სმარტფონით წვდომა ონლაინ კონტენტზე ძალიან კარგია, მაგრამ არის სიტუაციები, როცა სმარტფონის ტარება არაკომფორტულია.

წარმოგიდგენთ თანამედროვე ინოვაციურ ყურსასმენს სახელად Dash-ს, ის შედგება წყვილი ყურსასმენებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან დასაკავშირებლად არ სჭირდებათ კაბელი. მუსიკის მოსმენა უკაბელოდ, Bluetooth-ის საშუალებითაც შეიძლება და თუ თან არ გაქვთ სმარტფონი, ყურსასმენს აქვს 4 GB შიდა მეხსიერება, რომელიც დაახლოებით 1000 მუსიკას დაიტევს. იგი წყალგამძლეა და გამოყენება შეიძლება როგორც წყლის ზედაპირზე ცურვისას, ასევე ყვინთვის დროს. ყურსასმენი ძალიან კომფორტულია და ერგება ყველანაირი ფორმის ყურს. მისი წონა კი მხოლოდ 13.8 გრამია.

second

მას აქვს სენსორული, მგრძნობიარე ზედაპირი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ როგორც ინტეგრირებული მეხსიერებიდან, ასევე თქვენი სმარტფონიდან ჩართული მუსიკა. მისი კონტროლი შესაძლებელია როგორც თითის გასმით, ასევე დაჭერით, რომელსაც სენსორები აღიქვამს, რაც ძალიან კომფორტულია სირბილის დროს და ასევე ველოსიპედით ან მოტოციკლით გადაადგილებისას.
LED განათება მხოლოდ სილამაზისთვის არ აქვს. როდესაც დატენილია ანათებს, რაც სიბნელეში აადვილებს მათ დანახვას.

მოყვება ჩასადები, რომლითაც ყურსასმენები იტენება. თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერ ადგილას დატენოთ ყურსასმენები 1 საათზე ნაკლებ დროში. ჩასადები/დამტენი 5 ჯერ სრულად დატენის თქვენს ყურსასმენებს და მისი ზომა იქნება მხოლოდ 90x80x20 მილიმეტრი. ბატარეა სრული დატენვიდან 3 საათზე მეტ ხანს ძლებს ჩართული მუსიკის პირობებში.

case

მწარმოებლის მიზანია, გაიგოთ მეტი თქვენი შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის შესახებ, იმ საქმის კეთების პარალელურად, რაც გიყვართ.
მისი დიზაინი ორიენტირებულია თავისუფლად ყოფნაზე გადაადგილებისას, უმაღლესი ხმის ხარისხზე და კომფორტზე. იგი გასაოცარია სპორტსმენებისთვის და არამარტო მათთვის.

Dash-ი გვაძლევს საშუალებას, ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევები. ყურსასმენებს შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია, რამდენი ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდით და რა სიჩქარით გადავადგილდებოდით. გრძნობს და იმახსოვრებს სიარულის ტემპს, ითვლის ნაბიჯებს, მობრუნებებს, ჰაერში ყოფნის დროს, და ასევე ზომავს გავლილ მანძილს.

performance

ყურსასმენებით ასევე შეგვიძლია გავიგოთ სასიცოცხლო ინფორმაცია ჩვენს შესახებ.
იგი გრძნობს გულისცემას, მის ცვალებადობას და ზომავს ჟანგბადის ინტენსივობის დონეს. ასევე ზომავს სხეულის ტემპერატურას და იმას, თუ რამდენი კალორია დავწვით. ამ ყველაფერზე ინფორმაციის მიღება შეგვიძლია რეალურ დროში, სმარტფონის გარეშე, აკუსტიკური კავშირის საშუალებით.

body

Dash-ის უპირატესობა არ არის მხოლოდ მისი ზომის სიმცირე სხვა უკაბელო ყურსასმენებთან შედარებით. ის ჭკვიანიცაა. მას შეუძლია ხმის ჩაწერა ყურის ძვლის გავლით. იგი მნიშვნელოვნად ახშობს გარემო ხმაურს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ხმის ხარისხიანად ჩაწერას. არავითარი მანქანების მიერ გამოწვეული ხმაური, კოლეგებისა(თანამშრომლების) თუ ბავშვების ყვირილი.
მიუხედავად იმისა, რომ Dash-ი უზრუნველყოფს ხმაურის იზოლაციას, მის მფლობელს შეუძლიას აირჩიოს დახშობის დონე და ამ შემთხვევაში სრულად არ იქნება ხმაური დახშობილი და ის გაიგონებს თუნდაც სხვის ლაპარაკს. მის სენსორზე თითის გასმით ჩაირთვება ან გამოირთვება ეს ფუნქცია. ეს შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ გაიგოთ რა ხდება თქვენს გარშემო და ასევე საჭიროა უსაფრთხოებისთვის. მწარმოებელი ამას აუდიო გამჭვირვალობას უწოდებს.

small

Dash-ისთვის არის გამოსული აპლიკაცია, სადაც შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ვარჯიშისას მიღწეული წარმატებები, აკონტროლოთ მინიმუმისა და მაქსიმუმის ზღვრები და მიმოცვალოთ ეს ინფორმაცია ყურსასმენებსა და სმარტფონს შორის, Bluetooth (უკაბელო კავშირით).
Dash-ი გვაწვდის გულისცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ისეთ ფორმატში, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფიტნეს აპლიკაციების უმეტესობაში.
ასევე გვაწვდის ზუსტ სხეულის მონაცემებს, რომელთა გამოყენებაც ასევე შეიძლება თითქმის ყველა არსებული ფიტნეს აპლიკაციაში.
ყურსასმენების შესაძლებლობები გვაძლევს ამ პროდუქტის განვითარების საშუალებას და იმის გამო, რომ ის ღია სისტემაა, აპლიკაციის დეველოპერებს აქვთ საშუალება შექმნან საინტერესო და გამოსადეგი აპლიკაციები, რომლებიც Dash-ს დაუკავშირდება.

app

leash

მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი მისი ყურიდან შემთხვევით მოძრობისა და გადმოვარდნის საშიშროება, თავგადასავლებისა და ექსტრემალური სიტუაციების მოყვარულთათვის ყურსასმენებს მოყვება სამაგრი, რომელიც ტანსაცმელზე მაგრდება და სრულად ხართ დაცული მისი დაკარგვისა თუ დაზიანებისაგან.

წყარო : http://www.bragi.com/
თარგმნა ირაკლი კვაჭანტირაძემ.