უოტსონი ხელოვნური ინტელექტის მქონე პირველი კომპიუტერია მსოფლიოში, რომელიც პასუხობს ნებისმიერ ენაზე და ნებისმიერი დიალექტით დასმულ ხმოვან კითხვებს. ის სრულყოფილად ”ფლობს” რამდენიმე ენას, მაგ., რუსულსა და ინგლისურს; შექმნილია IBM-ის განყოფილებაში “DeepQA project” მენცნიერთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს მეცნიერ-ინჟინერი დევიდ ფერუჩი (ერთ-ერთი მიმაგრებული ლინკი წარმოგიდგენთ უოტსონის პრეზენტაციას დევიდის მიერ).

ბევრს ჰგონია, რომ კომპიუტერს ეს სახელი ართურ კონანდოილს პოპულარული დედექტივის ერთ-ერთი პერსონაჟის პიტივსაცემად დაარქვეს, მაგრამ ეს ასე არაა. ”უოტსონი” IBM-ის პირველი ფინანსური დირექტორისა და წარმატებული ბიზნესმენის, ტომას ჯეი უოტსონის, პატივსაცემად შერქმეული სახელია.
2011 წელს უოტსონმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალურ სატელევიზიო შოუში “ჯეოფარდი” და დაამარცხა ბრად რუტერი და კენ ჯენიგინგსი (2010 და 2009 წლის გამარჯვებულები).
კითხვა-პასუხის სისტემაზე მომუშავე სისტემები ფართოდაა გავრცელებული ჩენს მობილურ ტელეფონებში – Apple-ის აქვს SiRi, GOOGL-ს კი აქვს GOOGLE TALK. ზემოხსენებული სისტემებისგან განსხვავებით, უოტსონი დასმულ კითხვას აანალიზებს და მის მთავარ აზრს ხვდება. არ არსებობს შემთხვევა, რომ მოითხოვოს კითხვის ხელახლა გამეორება (http://en.wikipedia.org/wiki/File:DeepQA.svg)
მისი სისტემა დაიწერა java, C++ და Prolog ენებში და მუშაობს SUSE Linux Enterprise Server 11-ზე, POWER7-ის პროცესორზე, რომელიც აწყობილია IBM’s DeepQA ტექნოლოგიით, რაც ამუშავებს უზარმაზარ ინფორმაციას და აანალიზებს მას. უოტსონი შედგება IBM-ის 90 სერვერისაგან, რომლთაგან თითო მუშაობს 3.5 GHz-იან POWER7 რვა ბირთვიან პროცესორზე. საერთო ჯამში, კომპიუტერი (თუ შეიძლება, რომ ასეთ სიმძლავრეს ეს ვუწოდოთ) მუშაობს 2,880 POWER7 პროცესოულ ბირთვებზე და აქვს 16TB RAM. ჯონ რენის (უოტსონის ერთ-ერთი ინჟინერი) თქმით, უოტსონს შეუძლია 500 გიგაბაიტი (500 gigabytes) ინფორმაციის დამუშავება წამში, რაც მილიონი წიგნის ეკვივალენტია.
უოტსონს წვდომა აქვს ნებისმიერ საიტთან, იდეალურად იყენებს Wikipedia-სა და GOOLGE-ს.

მიმაგრებულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ უოტსონის პრეზენტაცია და მისი შექმნის ისტორია, აგრეთვე – ზევით ხსენებული თამაშის ერთი პატარა ვიდეო.
http://www.ibm.com/smarterplanet/us/en/ibmwatson/

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?