Peek-I – იყავი ჯაშუში

ბევრს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უოცნებია ჯაშუშობაზე ან საიდუმლო აგენტობაზე, რომ შეუმჩნევლად ეთვალთვალა სხვა ადამიანისთვის. ამისათვის უამრავი ხელსაწყო არსებობს და უმეტესად მცირე ზომისა. ტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ ჯაშუშობაზე მეოცნებეებს ოცნების ახდენაში და შექმნეს მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც iPhone-ისა და HTC One-ის კამერაზე მაგნიტური გარსით მაგრდება. მას ეწოდება Peek-I.

ზომით სულ რაღაც 0.79 x 0.6 x 0.2 ინჩია და შეუძლია 3600 მანიპულაცია. ეს საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე, მხოლოდ Peek-I-ის მოძრავი სარკის დატრიალებით დააფიქსიროთ სასურველი ობიექტი თქვენს სმარტფონში. სურათი, რომელსაც ამ მოწყობილობით გადაიღებთ, შესაძლოა არ იყოს მაღალი ხარისხის, მაგრამ მისი გარჩევა ნამდვილად შესაძლებელია და, რაც მთავარია, მფლობელს არ დასჭირდება ზედმეტი უხერხული მოძრაობა სასურველი მომენტის დაფიქსირებისთვის. მნიშვნელოვანია Peek-I-ის შენიღბვა და თქვენს სმარტფონთან შეხამება. უკვე ამაზეც იზრუნეს შემქმნელებმა და შეიმუშავეს სხვადასხვა ფერის Peek-I.
როგორც ვხედავთ, სულაც აღარ არის საჭირო იყოთ ჯეიმს ბონდივით მოხერხებული, ჭკვიანი და ძლიერი სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ამისათვის მხოლოდ Peek-I დაგჭირდებათ.

სტატიის ავტორი: სოსო დოლიძე

წყაროები:
http://www.techtimes.com/articles/5010/20140331/peek-a-boo-i-see-you-spy-cam-peek-i-lets-you-snoop-on-people-nearby.htm

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?