კომპანიამ OMsignal წინასწარი გაყიდვები გამოაცხადა სპორტულ მაისურებზე, რომლებიც აღჭურვილია ბიომეტრული თვისებებით. „Smart“, ანუ ჭკვიანი, ტანსაცმელი ზუსტად ავლენს დატვირთვის დროს, აკონტროლებს სასიცოცხლო მაჩვენებლებს და აგროვებს ინფორმაციას, განსაზღვრავს ამა თუ იმ ვარჯიშის ხანგრძლივობას და აჩვენებს სტატისტიკას.
ფიტნესისა და სპორტის ბაზარზე პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს. Fitness სამაჯურები და საათები ათეულობით კომპანიამ აწარმოა, მაგრამ ალბათ რომ ბევრად უფრო ადვილია, განახორციელო კონტროლი და მონიტორინგი გაუწიო საკუთარ სხეულს ჭკვიანი, სენსორებიანი ტანსაცმლით, როგორიცაა სპორტული ქურთუკი Glowfaster.

ქურთუკი კვლავ დამუშავების პროცესშია და მას კანადური კომპანია OMsignal ახორციელებს. ეს „Smart“ ტანსაცმელი არა მხოლოდ იმის საშუალებას გაძლევთ, რომ დამოუკიდებლად აკონტროლოთ შედეგები ნებისმიერი ვარჯიშისას, არამედ უარი თქვათ პროფესიონალ ფიტნეს ინსტრუქტორზე. პირველი ტანსაცმლის მოდელი OMsignal-სგან იყო მამაკაცის პერანგი და ქურთუკი. ასეთი სამოსი სხეულს და კანს იცავს დაზიანებისგან, ხელს უშლის კანის გაღიზიანებას და ხელს უწყობს, რომ სხეული სულ ტონუსში იყოს. კომპანიის თქმით, ეს პროდუქცია იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სპორტულ ცხოვრებას. ეს კომპლექტი თავისი აღჭურვილობით საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მაისურს აქვს აქსელერომეტრი და ელექტროკარდიოგრაფი. გარდა ამისა, აუცილებელია სმარტფონის ქონა, რათა დადგინდეს კოორდინატები, გამოითვალოს მანძილი და ვარჯიშის დაწყების დრო. იმ დროის განმავლობაში, სანამ თქვენ დაკავებული იქნებით, შეგიძლიათ სმარტფონი მოათავსოთ ხელზე არსებულ მანჟეტივით სათავსოში. როგორც ყველა სამოსის, ამ მაისურის გარეცხვაც შესაძლებელია სარეცხ მანქანაში. იგი სათანადოდაა დალუქული.
ბოლო ვერსია (v.2.50) ითვლის კალორიებს, გვიჩვენებს პულსს, სუნთქვის სიხშირესა და სიღრმეს.
ასე რომ, „Smart“-მაისური ყველაზე კარგი საშუალებაა სპორტსმენებისთვისაც და მათთვისაც, ვისაც უყვარს ვარჯიში და ცხოვრობს ცხოვრების ჯანსაღი წესით.