2006-2007 წლებში მოხდა მოკრძალებული რევოლუცია, რომლის შესახებ ჯერ ყველამ არ იცის. საქმე ეხება კომპანია „ZINK IMAGING“-ის ახალ ბეჭდვით ტექნოლოგიას, რომელიც არ იყენებს მელანს, უფრო სწორად, მელნის კატრიჯს. ის იყენებს სპეციალური ქაღალდს, რომელიც შედგება ოთხფეროვანი კრისტალებისგან საღებავი ნივთიერებებითურთ. სპეციალური გათბობის ელემენტი ახორციელებს აუცილებელ თერმულ პროცესს, რის გამოც კრისტალები იწყებენ აქტივაციას და შედეგად ფურცელზე ჩნდება სრულყოფილი გამოსახულება. პროგრამას აქვს საკმაოდ მარტივი ინტერფეისი მინიმალური პარამეტრებით, რის გამოც მინი-პრინტერის გამოყენება გამოუცდელი მომხმარებლისთვის გაადვილებულია. ფოტოალბომების მოყვარულთათვის, ჩარჩოებითა თუ ტექსტებით LG Pocket Photo-ში გათვალისწინებულია შესაბამისი შესაძლებლობები. თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ საზეიმო ფოტო და გააფორმოთ ის ტექსტით. LG Pocket Photo-ში ამ პარამეტრების ცალკე გვერდი არსებობს.

მობილური პრინტერი საშუალებას იძლევა, ამობეჭდოს ახალგადაღებული სურათები სმარტფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან მაღალი ხარისხით USB-ის, BT-ის, ან NFC-ის საშუალებით.
პრინტერს მოჰყვება აქსესუარები:
– USB- კაბელი;
– ჩამონტაჟებული ბატარეის დამტენი ;
– ფოტოქაღალდების კომპლექტი – Zink (10 ფურცელი);
– ფერადი ბუკლეტი ინსტრუქციით.
მოსახერხებელი ინტერფეისის მქონე LG Pocket Photo უერთდება პლანშეტს ან სმარტფონს ОС Android-ის ან iOS-ის საშუალებით. აპლიკაცია LG Pocket Photo შეიძლება ჩაწეროთ Google.Play-ში ან AppStore-ში. მთლიანობაში მოწყობილობა ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, გარკვეული ფაქტორების გამო (მინიფორმატის ქაღალდი და ძვირადღირებული ბეჭდვა) LG PD233 ვერასდროს შეცვლის ლაზერულ ან ჭავლურ პრინტერს, მაგრამ შესაძლებელია მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნოსტალგიას განიცდის ძველი ფოტოაპარატის, Polaroid-ის მიმართ.

 

 

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?