Skype-ჯგუფური ვიდეოზარის მომხმარებლები დღემდე თვეში £2.99-ს ($4.90, AU$5.50) იხდიდნენ, ახლა კი ის სრულიად უფასო გახდა. Microsoft-ის ეს წინგადადგმული ნაბიჯი შესაძლოა ეხმიანებოდეს 2013 წლის მაისში Google-ისგან ამავე სერვისის, Google Hangouts-ის, შექმნას. Skype-ჯგუფური ვიდეოზარი ხელმისაწვდომია როგორც Windows, ასევე Mac და Xbox-ისათვის.

შეთავაზება გახლავთ Skype Collaboration პროექტის ნაწილი და მოიცავს ერთწლიან უფასო სერვისს. მისით სარგებლობის მსურველებისთვის საჭიროა ვაუჩერის მოთხოვნა, რომელსაც ელფოსტის საშუალებით მიიღებთ.