იმისათვის, რომ გამოსცადოთ საკუთარი ფრთებით ფრენის ენით აღუწერელი გრძნობა, დაგჭირდებათ სულ მცირე ყურსასმენი და კლავიუტურა. შეგრძნების სრულად აღსაქმელად საჭიროა ქარის შეგრძნება, რომელიც სახეში გხვდებათ, სხვადასხვა სუნი და, რა თქმა უნდა,  ფრთები, რითაც შეძლებთ ფრენას და არ იგრძნოთ სერიოზულ დისკომფორტს.

birdly

ამ სიამოვნებისათვის ციურიხის ხელოვნების ინსტიტუტში შეკრიბეს ინჟინერების და დიზაინერების ჯგუფი. Birdly რაღაცით ჰგავს მაგიდას მასაჟისთვის, ამორტიზაციული ნაწილებითა და მის წინ დიდი ვენტილატორით. საერთო ჯამში, ვირტუალური რეალობის მოწყობილობა Oculus საშუალებას გაძლევთ, გადაინაცვლოთ Red Kite, საფრენ ვირტუალურ გარემოში.
მომხმარებელი, რომელიც მოკალათდება ამ აპარატთან, შემდეგ კი თავზე მოირგებს ოკულუსის მოწყობილობას, რამდენიმე მცდელობის შემდეგ გახდება ვირტუალური ფრინველი, რომელსაც ჰაერში შეეძლება საკმაოდ რთული მანევრების შესრულება. ვინტილატორი ქმნის იმიტაციას, თითქოს ჰაერი უფრო მაღალ დონეზე ადის, ხოლო „ტყისა და მიწის, ანუ ველური ბუნების“ სუნი ქმნის მეტი დამაჯერებლობისა და რეალისტურობის იმიტაციას.

Birdly-Flying-Simulator-built-with-Oculus-Rift

Birdly არ არის აღიარებული ყველაზე რთული აგებულების კონსტრუქციად, მაგრამ ითვლება ვიზუალურ დემონსტრაციად, რომლის სრულ შესაგრძნობად ვირტუალურ სამყაროში საჭიროა სათამაშო კონტროლიორი და სათვალეები ვირტუალური რეალობისთვის.
ავღნიშნოთ რომ ოცნებები თავისუაფლ გაფრენაზე, ხალხში გაჯერებულია უძველესი დროიდან, ალბათ იმ დროიდან, როცა ადამიანმა პირველად დაინახა ფრინველი. ახლა კი ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ვირტუალური რეალობის შექმნა, რითაც შესაძლებელია ისეთი სიმულიატორის შექმნა, რომელსაც შეუძლია ჰარში ფრენის მსგავსი შეგრძნების შექმნა.