ტვინის იმპლანტი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ აღიდგინოთ დაკარგული მეხსიერება

იმპლანტის ჩაყენება ადამიანის ტვინში არცთუ ისე ადვილი სამედიცინო პროცედურაა, რადგან ის კავშირშია ბევრ რისკთან, მაგრამ ის უპირატესობები, რაც ამ პროცედურის სწორად ჩაყენებას ახლავს თან, ნამდვილად გადაწონის რისკებს.
უკვე არსებობს მიკროჩიპი, რომლის მეშვეობითაც პარალიზებული ადამიანები გადაადგილებას შეძლებებენ. სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი სამხედროები მუშაობენ მიკროჩიპზე, რომელიც შეძლებს დაკარგული მეხსიერების აღდგენას.

აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო-გამომგონებლების სააგენტოში (DARPA) მუშაობენ 4-წლიან პროექტზე, რომელიც გულისხმობს  სპეციალური სტიმულატორის შექმნას, რაც დაეხმარება ადამიანებს აღიდგინონ დაკარგული მეხსიერება. პროექტს აფინანსებს აშშ-ის მთავრობა 100 მილიონი დოლარის ოდენობით.

ამ სამუშაოს აღწერა რთულია. ვინ იცის, შეძლებენ კი დაამზადონ ჩიპი ან მოწყობილობა, რაც მოაგვარებს ძალიან ბევრ პრობლემას, მაგალითად, დაეხმარება ადამიანებს, რომელთაც საომარი მოქმედებების დროს მიიღეს ტვინის ძლიერი ტრავმა?!

პროექტ DARPA-ის ხელმძღვანელი, ჯასტინ სანჩესი, ამბობს:

“თუ თქვენ სამხედრო დავალების შესრულების დროს მიიღეთ ქალა-ტვინის ტრავმა და ვერ იხსენებთ თქვენი ოჯახის წევრებსაც კი, ჩვენ დაგეხმარებით დაკარგული მეხსიერების აღდგენაში. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ შევქმნათ ნეიროპროთეზული მოწყობილობა, რომელიც მიუერთდება ჰიპოკამპას და დაგიბრუნებთ ყველაზე მნიშვნელოვანს – მეხსიერებას”.

 

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?