რობოტი – დამლაგებელი ანუ Auto Mee S

რობოტი – დამლაგებელი ანუ Auto Mee S.

სმარტფონის, პლანშეტის ან თუნდაც უბრალო მობილური ტელეფონის მფლობელი ხშირად ეჯახება ეკრანის დაბინძურების პრობლემას. ჩვეულებრივ, ადამიანი თვითონ წმენდს თავის მოწყობილობას. მაგრამ სათამაშოების გამომშვები იაპონური კომპანია Takara Tomy-მ გადაწყვიტა კარდინალურად შეცვალოს სიტუაცია და შექმნა მინირობოტი Auto Mee S, რომელიც განკუთვნილია ჩვენი სმარტფონების ეკრანის დასუფთავებისთვის. იაპონური კომპანიის ჩანაფიქრით, უნიკალური გაჯეტი შეძლებს დამოუკიდებლად მოაშოროს მტვერი და ჭუჭყი მოქყობილობას ზედაპირიდან.
ამ გამოგონების ერთადერთი მინუსი არის დრო, რომელსაც გაჯეტი ეკრანის ზედაპირის დასუფთავებისთვის ხარჯავს. თუ ადამიანს ეკრანის გასაწმენდად მაქსიმუმ 1 წუთი სჭირდება, რობოტს 4 წუთი სმარტფონისთვის და ორჯერ მეტი ტაბლეტისთვის. თუმცა, გამომგონებლების თქმით, Auto Mee S შეძლებს ეკრანის ბზინვარებამდე გაპრიალებას და ამ სამუშაოს გაცილებით უფრო ხარისხიანად შეასრულებს, ვიდრე უბრალო მოკვდავი. ამისათვის კი საკმარისია მხოლოდ, მოწყობილობა დავდოთ სმარტფონის ან პლანშეტის ეკრანზე და ჩავრთოთ.
Auto Mee S-ი საკმაოდ ჭკვიანი იმასთვის, რომ ეკრანიდან არ გადმოვარდეს, მასში ჩაყენებული სპეციალური მაჩვენებლით იგი ადგენს სამუშაო ადგილის მასშტაბს და ეკრანზე არსებულ უცხო საგანს. მისი ზომაა 67 x 38 x 73 მმ და წონა 82 გრ.
გაჯეტის ყიდვა უკვე შესაძლებელია თითქმის ყველა ინტერნეტმაღაზიაში. მისი ფასი მერყეობს 11-დან 13 დოლარამდე.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?