გოლის ფიქსირების ტექნოლოგია

ეს არის IFAB (International Football Association Board)-ის მიერ მოთხოვნილი ტექლონოგია, რომელიც განსაზღვრავს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი სრულად.
გოლის ფიქსირების სისტემა ისეა შექმნილი, რომ მასში ჩარევა არავის შეუძლია. დაფიქსირდა თუ არა გოლი, ამას მხოლოდ მსაჯი
ხედავს.
“Adidas”-მა შექმნა ბურთი, რომელშიც ჩამონტაჟებულია სენსორები და აფიქსირებს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა ხაზი. თუმცა ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის.

როგორ მუშაობს გოლის ფიქსირების სისტემა?


მთელ სტადიონზე დაყენებულია 14 კამერა, რომლებიც სხვადასხვა კუთხიდან აფიქსირებს კარს. თითოეულ კარს 7 კამერა უყურებს, ანუ კარის ხაზი 7 განსხვავებული კუთხიდან ფიქსირდება. შვიდივე სურათი კომპიუტერში მუშავდება და იქმნება ერთიანი კადრი. კომპიუტერშივე ფიქსირდება, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. ამაში არავინ ერევა, კომპიუტერები ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ. გოლის დაფიქსირების შემთხვევაში, მსაჯის მაჯის საათზე ირთვება ვიბრაცია და ეწერება “GOAL”. შესაბამისად, გამორიცხულია უზუსტობა. სისტემამ უამრავი ტესტირება გაიარა და ყველა შემთხვევაში სწორი შედეგი აჩვენა.

UEFA-ს პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, სისტემის დანერგვის წინააღმდეგია. მისი თქმით, ტექნოლოგია ძალიან ძვირი ჯდება და ჯობია, ეს თანხა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდეს.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტექნოლოგიის დაყენება დაახლოებით 50 მილიონი დაჯდება. პლატინი კი ფიქრობს, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება დამატებითი მსაჯით, რომელიც დადგება კარის ხაზიდან ერთ მეტრში და იდეალურად დაინახავს, გავიდა თუ არა გოლი.

ეს ტექნოლოგია გაშვებულია მიმდინარე კონფედერაციის თასის გათამაშებაზე.

“გოლის ავტომატური ფიქსაცია იდეალურად მუშაობს. ამ ტურნირზე საკამთო ეპიზოდი ჯერ არ ყოფილა. მსაჯები კმაყოფილნი არიან აღნიშნული ტექნოლოგიის მუშაობით”, – განაცხადა ბლატერმა.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?