Oculus Rift 0 : 1 “მუყაოს ყუთი”

2012 წელს ყველა Kickstarter-ის გული დაიპყრო აპარატმა, სახელად Oculus Rift – ვირტუალური რეალობის სათვალემ, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი თამაშში ვიგრძნოთ. მისი ფასი 300-350$-ია და იმხელა ინტერესს იწვევს, რომ კომპანია Facebook-მა მთელი პარტია შეიძინა და ჯამურად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამ მოვლენამ სხვა კომპანიებიც დააინტერესა და 2014 წლის 18 მარტს Sony-მ “მორფეუსი” დააანონსა – ხელსაწყო, რომელიც ძალიან ჰგავს ოკულუსს. ტექნოლოგიების შეჯიბრი კომპანიებს შორის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი ვერ იქნებოდა, Google რომ არ ჩარეულიყო. ამ ტექნოლოგიების გიგანტმა I/O კონფერენციაზე “მუყაოს ყუთი” წარადგინა.

Sony-ისა და Facebook-ის, სავარაუდოდ, 300$-იან პროდუქციასთან შედარებით, Google-ის მუყაოს წარმოება სულ რაღაც 30$ ჯდება. მარტივ კონსტრუქციას, რომელსაც თავადაც ააწყობთ, მხოლოდ ანდროიდის ტელეფონის დამატება სჭირდება (რომელიც, რა თქმა უნდა, გაქვთ, თუ გუგლის კონფერენციას ესწრებით) და თქვენი ვირტუალური რეალობის სათვალეც მზადაა.

ჭკვიანური მოწყობილობა აქტიურია, როდესაც სათვალეს სახეზე იმაგრებთ. 2 ლინზა დისტანციის სიმულაციას ახდენს. გუგლმა, პირველი ეფექტის მოსახდენად, შექმნა რამდენიმე ხედი – მაგალითად, პანორამული Photo Viewer და Google Earth-ისა და StreetView-ის VR ვერსია, რომელთა დათვალიერებაც შეეძლოთ კონფერენციის მონაწილეებს.

როგორც გუგლის წარმომადგენლები აცხადებენ, Cardboard ე.წ. “20 პროცენტი” პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი გულისხმობს სამუშაო დროის 20%-ით თავისუფლებას, როდესაც თანამშრომლებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო პროექტები განახორციელონ. აღსანიშნავია, რომ ”20 პროცენტის” ფარგლებში შეიქმნა Gmail და AdSense, რომლებიც შემდეგ გუგლის საამაყო პროდუქტებად იქცა. ჯერჯერობით Google Cardboard მხოლოდ თანამშრომლებისა და I/O-ს დამსწრეებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა იმედი გვაქვს, ჩვენამდეც მალე მოაღწევს.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?