Google Glass-ს შეუძლია დაეხმაროს პარკინსონით დაავადებულებს

Google Glass ყოველდღიურად ხვდება იმ გამოგონებების სიაში, რომელმაც გავლენა არა მხოლოდ უბრალო მომხმარებლებზე, არამედ სამხედრო სფეროსა და მედიცინაზეც მოახდინა. ინგლისელმა მკვლევრებმა ჩაატარეს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ეხმარება ეს სათვალე ყოველდღიურ ცხოვრებაში პარკინსონით დაავადებულებს.

კომპანია Google-მა ნიუკასლის უნივერსიტეტს, ცდის ჩასატარებლად გაუგზავნა ხუთი სათვალე, რომლებიც უნდა მოერგოთ პარკინსონით დაავადებულ 65-70 წლის მოხალისეებს. კომპანიამ წინასწარ შექმნა ვირტუალური პროგრამები, რომლებიც  განკუთვნილია ამ დაავადების მატარებელი პაციენტებისთვის.

სათვალის ძირითადი ფუნქცია იყო შეხსენება, როდის უნდა მიეღო მომხმარებელს აუცილებელი წამალი. გარდა ამისა, “ხმოვანი ბრძანებით” მესაკუთრე უფრო ადვილად ახორციელებდა ზარს, გზავნიდა შეტყობინებას და აყენებდა სპეციალურ შეხსენების პროგრამას.

“შესაძლოა ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის განხორციელება თქვენი სმარტფონითაც შეიძლება, მაგრამ მერწმუნეთ, პარკინსონით დაავადებულთათვის სენსორზე ხელის დადებაც კი ძნელია” – განაცხადა ერთ-ერთმა მოხალისემ, ლინ ტირსმა.

სპეციალური პროგრამა პაციენტს ეხმარება სხვა პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ამ დაავადებას ახლავს თან,  მაგალითად, სათვალე ახსენებს ადამიანს, ილაპარაკოს უფრო ხმამაღლა. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ამ დაავადების მატარებლებისათვის. გარდა ამისა, მას შეუძლია აკონტროლოს ადამიანის მოძრაობა და ბრძანების მიხედვით “გამოაღვიძოს” ტვინი – თუ ადამიანი დიდხანს იქნება უმოქმედოდ.
ამჟამად ეს პროექტი საწყის ეტაპზეა და ამიტომ ზუსტი დასკვნებისგან ექსპერტები თავს იკავებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Google Glass მნიშვნელოვნად უმარტივებს ცხოვრებას პარკინსონით დაავადებულებს.

google-glass-parkinsons-1

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?