პირველი ელექტრონული ჰარლი-დევიდსონი

ფართო გზა, ამერიკული ხედები, თავისუფლება და, რა თქმა უნდა, ბენზინის ”მსმელი” ჰარლი-დევიდსონი. ეს კომბინაცია ამერიკულ ოცნებასთან 1903 წლიდან, მოტოციკლების კომპანიის დაარსებიდან ასოცირდება. არც ერთი თავმოყვარე ამერიკელი ბაიკერი არ გეტყვით, რომ დუკატი ჰყავს. ამერიკელებისთვის ჰარლი-დევიდსონი რელიგიაა.

ეს კომპანიაში კარგად იციან. ამიტომაც, ჩანს, გადაწყვიტეს, მომხმარებელთა ერთგულება პლანეტისთვის სასიკეთოდ მიმართონ. ”ჰარლი-დევიდსონმა” პირველი სრულიად ელექტრონული მოტოციკლი ააწყო და, რა თქმა უნდა, მშვენიერი გამოუვიდა. პროექტს LiveWire ეწოდება. კომპანია მომხმარებელს ეპატიჟება  მოტოციკლის გასატესტად და ახალ, დაუვიწყარ ხმასთან ერთად 4 წამში 0-100კმ/სთ აჩქარებას ჰპირდება. მოტოციკლი არ იყიდება,  LiveWire არის მცდელობა, მომხმარებელთან ერთად შეიქმნას მომავლის ელექტრონული მოტოციკლი.

კომპანია “The Project LiveWire Experience” ამერიკის 30 ქალაქში აწყობს ტურს, რომელიც 24 ივნისს ნიუ-იორკში დაიწყება. შემდეგი ტურები კანადასა და ევროპაში მომავალი წლისთვის დაიგეგმება. პროექტის წარმატების შემთხვევაში პლანეტაზე ზრუნვას და განახლებადი ენერგიების მოხმარებას ამერიკული პრერიების ბაიკერი “ცუდი ბიჭებიც” შეუერთდებიან.

 

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?