ილონ მასკი: ”ყველა ჩვენი პატენტი თქვენ გეკუთვნით”.

”გუშინ, “პალო ალტოს” სათაო ოფისში ტესლას პატენტების კედელი იყო გამოტანილი, დღეს კი აღარ არის. ისინი მოხსნეს ღია წყაროს მოძრაობის გამო, რათა ელექტრონული მანქანების ტექნოლოგია განვითარდეს”, – წერს ”ტესლა მოტორსის” დამფუძნებელი და დირექტორი, ილონ მასკი.

ის აცხადებს, რომ მისი კომპანია არ დაიცავს თავის პატენტებს სასამართლოში და მათი ტექნოლოგიების გამოყენება შეეძლება ყველას. უფრო ზუსტად, მასკს სურს, ყველა კომპანია ჩაერთოს ელექტრონული ავტომობილების წარმოებაში და ავტოწარმოება ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადავიდეს.

„კომპანიის მისია ელექტრონული მანქანების გავრცელების დაჩქარებაა და თუ ”ტესლა” იქნება კატალიზატორი სხვა კომპანიებისთვის, ეს მისია შესრულდება“, – აცხადებს  ”ტესლას” წარმომადგენელი, სიმონ სპრაული.

რა თქმა უნდა, ”ტესლას” სურს რომ დაამზადოს და გაყიდოს ელექტრონული მანქანები (თეორიულად, ეს არის კომპანიის არსებობის იდეა), მაგრამ კომპანიამ ეს რომ შეძლოს, ის უნდა გაცდეს ნიშურ ბაზარს, რომელზეც მოდელი S იყიდება ამჟამად. საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს მათი აღქმა, როგორც ელექტრონული მანქანებისა და ჩვეულებრივ მანქანებად აღიქვას.

P1-CEO-Tesla-Motors-Products-Model-S-upper-left-white-Roadster-bottom-right-red

ტესლა მოტორსის წარმოების Model S და როუდსტერი

ამ მომენტისთვის მოდელი S ერთადერთი ელექტრონული ავტომობილია, რომელსაც სრულად შეუძლია ბენზინზე მომუშავე კონკურენტების ჩანაცვლება, თავისი 320კმ+ რადიუსიანი მოქმედებით და სწრაფი დატენის სადგურების სისტემით, რომელიც  საშუალებას აძლევს მომხმარებელს, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთამდე იმოგზაუროს.

”ტესლას” კონკურენტების მოქმედების რადიუსი კი მხოლოდ 100-160 კილომეტრია, რის გამოც მომხმარებელი მათ ყიდვას ერიდება.

თუ ”ტესლას” კონკურენტები დაიწყებენ მათი ტექნოლოგიების გამოყენებას, ეს არა მხოლოდ გაზრდის კომპანიის და მათი გამოგონებების ფასს, ასევე დაადასტურებს კომპანიის კეთილშობილი მიზნების მნიშნველობას.  ”ტესლას” აქვს ასეულობით პატენტი, მაგრამ თუ მოსახლეობა მათ მანქანებს არ იყიდის, მათი არსებობა აზრს დაკარგავს. ”ტესლას” სჭირდება სხვა ავტომწარმოებლების ჩართვა ელ-მანქანების წარმოებაში, რათა მოდელი S „უცნაური“ აღარ იყოს ხალხისთვის და მათი გაყიდვა გაიოლდეს.

ასე რომ, ილონ მასკისთვის ახლა მთავარი რისკი ის კი არ არის, რომ BMW და Toyota მის ტექნოლოგიას გამოიყენებენ, არამედ ის, რომ შეიძლება დანარჩენმა ავტომწარმოებლებმა მასკის დაწყებულ ეკოლოგიურ რევოლუციაში მონაწილეობაზე უარი თქვან და ელექტრონული მანქანების წარმოება უინტერესოდ მიიჩნიონ.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?