“ჯე-ი-რა-ნის” მეცნიერება

თუ როდისმე გითამაშიათ ეს თამაში, სტრატეგიაზეც დაფიქრდებოდით. და თქვენ არ ხართ ერთადერთი. თამაშის თეორიტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ ქვის, მაკრატელისა და ქაღალდის ამ ეპიკურ ბრძოლას.

როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო სტრატეგია იარაღის შემთხვევითი მეთოდით არჩევაა. ხანგრძლივი თამაშის განმავლობაში ეს გვაძლევს თანაბარ შანსს, მოვიგოთ, წავაგოთ ან ფრედ დავასრულოთ ბრძოლა. როგორც წესი, ყველა ასეთი არეული ტაქტიკით თამაშობს და რამდენიმე მცირემასშტაბიანმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ეს ტაქტიკა ბუნებრივად ვითარდება თამაშის პროცესში.

ასე ფიქრობდნენ თამაშის თეორიტიკოსები. ჟიან ვანგი ჩინეთის ჟეჟიანგის უნივერსიტეტიდან და მისი რამდენიმე მეგობარი კი ამტკიცებენ, რომ ” ჯეირანის” სტრატეგია უფრო კომპლექსურია. მათი ნაშრომი აჩვენებს, რომ მოთამაშეების სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ ჰგავს შემთხვევითს, მაინც ითვალისწინებს გარკვეულ მიმდევრობას, რომლის წინასწარ განსაზღვრითაც შესაძლებელია გამარჯვება. მკვლევრებმა 360 სტუდენტი დაყვეს  6-კაციან ჯგუფებად და ყველა ჯგუფს 300-300 რაუნდი ჯეირანი ათამაშეს, შედეგები კი ჩაიწერეს.

მოტივაციისთვის, გამარჯვებულს გადაუხადეს გარკვეული თანხა (რათა ენახათ, რა გავლენა ექნებოდა მოტივაციას სტრატეგიაზე). მოგებულის თანხა განსხვავდებოდა ჯგუფების მიხედვით.  წაგებულს ერგებოდა 0, ფრეზე – 1, მოგებული კი 1.1დან 100 ერთეულამდე თანხას იგებდა.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ გამარჯვებულები თავის “იარაღს” ერთგულობდნენ, დამარცხებულები კი შემდეგი თანმიმდევლობით ცვლიდნენ ”იარაღს”: ქვა → ქაღალდი → მაკრატელი.

თამაშის თეორიაში ამას “გარემოებით საპასუხო რეაქციას” უწოდებენ და აქამდე არავის შეუნიშნავს ”ჯეირანთან” დაკავშირებულ ექსპერიმენტებში. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ახალი ექსპერიმენტის მაშტაბურობა იყო.

“ეს თამაში გვიჩვენებს კოლექტიურ ციკლურ მოძრაობას, რომელიც არ აიხსნება ნეშ ეკვილიბრიუმის კონცეფციით, მაგრამ წარმატებით იხსნება ემპირიულ მონამეცებზე დაყრდნობით კონდიციური პასუხის მექანიზმით”, – ამბობს ჟიჯიანი.

“მოგებული რჩება, წაგებული მიდის” პრინციპით თამაშისას, ფსიქოლოგიურად იხსნება სტრატეგია, რომ მოგებული ენდობა თავის “იარაღს”.

ჟიჯიანი და მისი გუნდი იმედოვნებს, რომ ექნებათ საშუალება, უფრო დეტალურად გამოიკვლიონ ფსიქოლოგიური ასპექტები.

აღმოჩენას აქვს პრაქტიკული გამოყენებაც. თამაშისას წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია ერთგვარი სისუსტეა, რომლის გამოყენებაც შეიძლება. ასე, რომ შემდეგ ჯერზე ”ჯეირანის” თამაშისას დააკვირდით მეტოქის ქცევას და თქვენი მოგების შანსი საგრძნობლად გაიზრდება.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?