ავტომწარმოებლები უწყვეტად ატარებენ ექსპერიმენტებს «მომავლის მანქანის» სფეროში და ჯერჯერობით განუხორციელებელი კონცეპტებს ქმნიან. ჩვეულებრივ, მსგავსი ექსპერიმენტების კომერციალიზაცია, შემდეგ კი ბაზარზე წარმატება უფრო რეალური გახდა, როდესაც ინჟინრებმა და დიზაინერებმა ნაკლებად მისცეს გასაქანი თავიანთ ფანტაზიას.

12

კომპანია Volkswagen-ის ჯგუფმა წარმოადგინა იდეა მფრინავი ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალებისა Hover Car, რომელიც ელექტრომაგნიტურ გზებზე დადის. ამასთან, მანქანა ატრაქციონის ნაწილი როდია, ის მომავლის ავტომობილის როლში გვევლინება.

ww

Volkswagen-მა («სახალხო ავტომობილი») გასულ წელს ჩინეთში ღია კონკურსი – Car Project – გამოაცხადა, რომლის შედეგად თითქმის 120 ათასი იდეა და წინადადება მიიღო. მათგან კომპანიამ სამი ყველაზე გამორჩეული აირჩია, მათ შორის – Hover Car.

13

ელექტრომობილის მოძრაობა, უფრო სწორად – ფრენა, მაგნიტური ველის ძალის დახმარებით ხორციელდება. ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება ამ ავტომობილით მოძრაობა ქუჩაში. კორპუსის დიზაინი საკმაოდ დახვეწილია, აქვს სამი მინა, რომელიც მძღოლსა და მგზავრს აძლევს საშუალებას, კარგად დაინახონ გზა და გარემო. საპრეზენტაციო ვიდეორგოლში კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდება ეს საოცრება პეკინის ავტოტრასაზე. დღეისათვის რაც ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება, ეს შეჯახების თავიდან აცილების ავტომატური სისტემაა, რომელიც უყურადღებო მძღოლებს ავარიისგან დაზღვევის შესაძლებლობას აძლევს.

საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება ალბათ არ გულისხმობს სახალხო სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებშიც ენერგიის უმეტესი ნაწილი ჰაერში ასვლასა და მანქანის დედამიწის ზევით გაჩერებას მოხმარდება, თუმცა, გზაზე მოძრაობისას ავტომობილების უსადენო და მუდმივი დატენვის იდეამ უკვე დაიპყრო სამეცნიერო საზოგადოების გონება. ამ ტექნოლოგიაზე, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობენ.

წყარო : www.autonet.ca