სიზმრები გეიმერებისთვის

წარმოიდგინეთ, დახეტიალობთ მარტო, მიტოვებულ ციხესიმაგრეში, რომლის გარშემოც, თხრილში, ნიანგები ბინადრობენ. უეცრად ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი გამოგედევნათ და ჩიხში მიგიმწყვდიათ. რა ხდება მერე? გეღვიძებათ აჩქარებული სუნთქვით თუ რჩებით სიზმარში, იმარჯვებთ ხმალს და დრაკონთან სასიკვდილო ბრძოლაში ერთვებით?

თუ მეორე ვარიანტს ირჩევთ, სავარაუდოდ, გეიმერი ხართ. ასე ფიქრობს კანადის გრანტ მაკევანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ჯეინ გაკენბაჰი.

გაკენბაჰმა ვიდეოთამაშების კვლევა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც მისი შვილი ნინტენდოს ჩაუჯდა. მას აინტერესებდა, რამდენიმე საათით კომპიუტერული თამაში რა ზეგავლენას ახდენდა სიზმრებზე.

“ყველაზე დიდი მსგავსება გეიმინგსა და სიზმარს შორის არის ის, რომ ორივე შემთხვევაში საქმე ალტერნატიულ რეალობასთან გვაქვს – ბილოგიურად აწყობილთან თუ ტექნოლოგიურთან. საინტერესოა, როგორ გადმოითარგმნება ეს ალტერნატიული რეალობები გამოღვიძებულ გონებაში”, – აცხადებს ფსიქლოგი.

თავის უკანასკნელ ნაშრომში გაკენბაჰი და მისი კოლეგები განამტკიცებენ მიგნებას, რომ ე. წ. hardcore-გეიმერები დიდი ალბათობით ხედავენ უფრო ნათელ სიზმრებს, ვიდრე სხვები. მკვლევარი ამ დასკვნამდე 2006 წელს მივიდა, როდესაც შენიშნა, რომ გეიმერები და “ნათელი სიზმრების მნახველები” გამოიჩევიან საერთო თვისებებით, როგორებიცაა ინტენსიური ფოკუსირება და უკეთესი სივრცითი ცნობიერება. მართლაც, 125 გეიმერის/არაგეიმერის გამოკითხვით დამტკიცდა, რომ ნათელი სიზმრის ნახვის სიხშირე კავშირშია გეიმინგთან.

შემდგომმა კვლევებმა უფრო საინტერესო შედეგები გვაჩვენა: გეიმერები ნათელი სიზმრისას აკონტროლებენ მხოლოდ თავიანთ თავს, თუმცა, ისევე როგორც თამაშში, შეუძლიათ ცვალონ ხედვის არე პირველსა და მესამე პირებს შორის. “გეიმერმა უკვე იცის, როგორ უნდა აკონტროლოს ალტერნატიული რეალობა. ასე რომ, შესაძლოა შეამჩნიოს, რომ სიზმარშია, და მიხვდეს, როგორ მართოს სიტუაცია”, – აცხადებს ფსიქოლოგი.

51038-1-1392205368გაკენბაჰის აღმოჩენები ნათელ სიმზრებზე ამით არ შემოიფარგლება. მან შეამჩნია, რომ სერიოზული გეიმერები არ განიცდიან დისკომფორტს ისეთი სიზმრისგან, რასააც ჩვენ კოშმარს ვუწოდებთ. როგორც ჩანს, გეიმერები თავიანთ თავზე იღებენ სიტუაციის კონტროლს და სიამოვნებასაც კი განიცდიან კოშმარულ ილუზიებთან გამკლავებისას. სხვანაირად რომ ვთქვათ, გეიმინგი დაცვითი მექანიზმია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, “დავტკბეთ” ცუდი სიზმრებითაც.

უფრო ფართო კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ, დაცვითი ეფექტი შეიძლება გავცელდეს სიფხიზლისასაც: ფსიქოლოგ ანტი რევონსუოს თეორიის თანახმად, კოშმარი ევოლუციური მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს, მოგვამზადოს ხიფათისთვის  რეალურ ცხოვრებაში. კომპიუტერულ თამაშებში მიღებული ”გამოცდილებით”, შესაძლებელია დავალებას თავის უკეთ გავართვათ რეალურ ცხოვრებაშიც.

თამაშების მსგავსად, გეიმერები სიზმრებითაც ერთი საფეხურით მაღლა დგანან დანარჩენებზე (level up). უფრო ხშირია სიზმრები შეუძლებელი სცენარებით: დროში მოგზაურობა, კოსმოსური თავგადასავლები და ფანტასტიკური პერსონაჟები.AchievementUnlockedTemplate_mobile

აღმოჩენები გასაოცარია, მაგრამ ისევე, როგორც ყველა კვლევა სიზმარში, შეზღუდულია: მკვლევრები ვერ აკვირდებიან კვლევის ობიექტების სიზმრებს და იძულებულნი არიან, დაეყრდნონ მათ გადმოცემებს. თუმცა თუ კვლევის შედეგებს ავთენტურად მივიჩნევთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ გეიმერების სიზმრები კიდევ უფრო დაიხვეწება მას შემდეგ, რაც განვითარდება, მაგალითად, ოკულუს რიფტი.

საინტერესოა, რა გასაჭირისთვის მოგვამზადებს Candy Crush სიზმარში?

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?