ნაცნობები და უცნობები Google Glass-ის თვალით

Apple-ის უახლესმა აპლიკაციამ Name tag ნებისმიერ მეცნიერულ მიღწევას გადააჭარბა. არ ვიცით, კონკრეტულად საიდან წარმოიშვა იდეა, მაგრამ, ფაქტია, რომ Name tag საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ახლად გამოშვებული Google glass-ით ბარში გაცნობილ ადამიანს თვალის ერთი მოძრაობით გადავუღოთ სურათი, წამებში ავტვირთოთ ფეისბუქზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელზე და ე.წ. Face recognition-ით მოვიძიოთ მის შესახებ ინფორმაცია, მისი საყვარელი ფილმი თუ ჰობი.

Face recognition, ქართულად – “სახის ამომცნობი” – 1969 წლიდან არსებობს. ჯერ კიდევ 2001 წლის სუპერთასზე ამ ტექნოლოგიით ამოიცნეს საშიში ტერორისტები. თუმცა, Google glass-ის Face recognition განსხვავენულ, ინოვაციურ მიდგომას გვთავაზობს. სმარტფონების, ანუ ჭკვიანი ტექნოლოგიების, ერაში, Google  გვაძლევს საშუალებას, ყველას და ყველაფერს ვიცნობდეთ. ერთი მხრივ, მისი Face recognition ნამდვილად გვაძლევს საშუალებას, გავხდეთ მეტად კომუნიკაბელურები და მეტი ვიცოდეთ ჩვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებზე, მეორე მხრივ კი ჩნდება კითხვა: რამდენად სანდოა ეს ტექნოლოგია ან რამდენად გვიტოვებს ის განმარტოების საშუალებას?

აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, Schiffer-ის, დამაარსებლის, ერიკ შიფერის ერთ-ერთი ინტერვიუში ვკითხულობთ: “ჩემი აზრით, ადამიანის უფლებაა, შევიდეს ბარში და იცოდეს, რომ იქ ის დაცულია და პარალელურ რეჟიმში არანაირი ”თვალი” მის პირად ინფორმაციას არ იძიებს”. სწორედ ამიტომ, შიფერის კომპანიამ უკვე გამოუშვა პროგრამა, თვეში 300 დოლარად, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, დაიცვას თავი Google-ის Face recognition-აპლიკაციისაგან. შიფერის ე. წ. “ანტი-სათვალეს” (anti-glass) შეუძლია დაბლოკოს Face recognition და დაიცვას თავისი მომხმარებელი არასასურველი პირებისგან. Anti-glass-ის ინიციატივას გამოხმაურება იაპონიიდანაც მოჰყვა, სადაც შიფერისაგან განსხვავებული ტექნოლოგიით სცადეს Face recognition-ის დაბლოკვა. რამდენად ეფექტურია მისი ტექნოლოგია, ჯერ არ არის ტესტირებული, თუმცა ფაქტია, რომ Apple-ის ინიციატივას ყველა ქვეყანა ერთნაირი აღტაცებით არ შეხვედრია.

International business time, IBT-ის ოფიციალური ვებგვერდი იმასაც გვატყობინებს, რომ Google glass-ის “Name tag”-ის ტექნოლოგიას არა მხოლოდ ვინმეს ტვიტერის ან ფეისბუქის გვერდის მოძიება, არამედ იმ ფოტოსურათების აღმოჩენაც შეუძლია, რომლებიც აშშ-ის კრიმინლურ მონაცემთა ბაზაში ინახება. შეგახსენებთ, რომ Name tag-ის აპლიკაცია არა მხოლოდ გუგლის სათვალეს, არამედ უახლეს სმარტფონებსაც გააჩნიათ.

გუგლის სათვალის Facial recognition-ის აპლიკაციას უკვე მოჰყვა არაერთი ინტერნეტგამოხმაურება, დისკუსია და განხილვა, თუმცა მის ერთადერთ სიკეთედ კიბერბლოგერები თუ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები ჯერჯერობით კომუნიკაციისა და სოციალური ინტერაქციის გამარტივებას მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ “ტესტირების” ფაზაში მყოფ ამ ინოვაციურ აპლიკაციას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ კომპიუტერული გრაფიკოსები.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?