რობოტების როკ-ჯგუფი

მოსკოვში გაიმართა რობოტების პირველი როკ-ჯგუფის გასტროლები. ჯგუფი, სახელწოდებით compressorhead, შედგება ოთხი რობოტისგან: ბასისტი, დრამერი, ბას-გიტარისტი და კლავიში. მათ შორის ყველაზე განთქმულია დრამერი სტიკ-ბოი, რადგან აქვს ე. წ. 4 ხელი. მას შეუძლია ვირტუოზულად შეასრულოს ყველაზე პოპულარური ცნობილი ჯგუფის, მაგალითად ”ლედ ზეპელინის”, ისი/დისის და სხვა ჯგუფების განთქმული როკ-ჰიტები. ცნობილია, რომ რობოტების როკ-ჯგუფი მოსკოვში 3 დღის განმავლობაში 3 კონცერტს გამართავს. პირველი კონცერტი შედგება ღია ცის ქვეშ, რამენკის მოედანზე. ბილეთის საფასური შეადგენს 500 რუბლის ეკვივალენტს. დანარჩენი ორი კონცერტი კი იქნება საქველმოქმედო.

ე.წ. ”რობოტების წვეულება” პირველი მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა კიბერმეგობრისთვის. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ რობოტები სხვადასხვა ქვეყნიდან: იაპონიიდან, ამერიკიდან და სამხრეთ კორეიდან. ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი რობოტი-მონაწილე იქნება განთქმული ”რობოტ-ტიტანი” –  ნამდვილი პოპვარსკვლავი, რომელმაც უკვე არაერთხელ იმღერა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან უილ სმიტი, რიჰანა, და სხვა. მის გამო დაწესდა ტიტულიც – ”მსოფლიოს ემოციური რობოტი”.
ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილით დააპროგრამონ მომღერალი როკ-რობოტი. აღნიშნულ ფესტივალზე გაიმართება დებატები რობოტოტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?