WWDC (World Wide Developer Conference) მნიშვნელოვანი მოვლენაა Apple-ის თითოეული დეველოპერისათვის — ღონისძიება, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება, ზაფხულის პირველ დღეებში და მთელი მფოფლიოს მაშტაბით რამოდენიმე ათას ადამიანს თავს უყრის სან-ფრანცისკოში, მოკონე ცენტრში. მაშტაბები გრანდიოზულია, საკითხები და თემები — ძალიან მნიშვნელოვანი. ხომრობა ხომ არაა, ამ ღონისძიებაზე ხდება Apple-ის ორივე საოპერაციო სისტემის, OS X-ისა და iOS-ის ახალი ვერსიების წარმოდგენა.

WWDC 2014 გუშინ, 2 ივნისს დაიწყო. ეს ღონისძიება ყოველთვის საკვანძო პრეზენტაციით იწყება, რომელსაც Apple-ის უმაღლესი ხელმძღვანელობა მართავს და წარმოადენს ახალ პროდუქტებს. გუშინ ჩვენ ვიხილეთ iOS-ის მერვე ვერსია და OS X-ის 10.10 ვერსია, სახელად OS X Yosemite.

ამ ორი საოპერაციო სისტემის და ყველა დანარჩენი სიახლის განხილვა ამ სტატიის მთავარი თემა არ არის. ჩვენი ავტორები ახლა გულმოდგინედ მუშაობენ და სუმ მცირე დროში შემოგთავაზებენ საინტერესო მიმოხილვებს. გვინდა გიამბოთ იმაზე, თუ რა ხდებოდა გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში.

როგორც წესი, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მსოფლიოს მაშტაბით მრავალი მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს. საქმე იმაშია, რომ ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადმოიცემა. Apple-ის ქართველ მოყვარულებს, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს სხვა კუთხეებში, გვაქვს ტრადიცია ერთად შეკრების და ყურების. წელს ამ ლოკალურ ღონისძიებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

სამწუხაროდ უამონდობის გამო, მსურველთა ნაწილმა ვერ მოახერხა დასწრება. ხოლო ისინი ვინც მოვიდნენ, ფრიად კმაყოფილნი დარჩნენ.

გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტოებს.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?