Oculus Rift 0 : 1 “მუყაოს ყუთი”

Oculus Rift 0 : 1 “მუყაოს ყუთი”

2012 წელს ყველა Kickstarter-ის გული დაიპყრო აპარატმა, სახელად Oculus Rift – ვირტუალური რეალობის სათვალემ, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი თამაშში ვიგრძნოთ. მისი ფასი 300-350$-ია და იმხელა ინტერესს იწვევს, რომ კომპანია Facebook-მა მთელი პარტია შეიძინა და ჯამურად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამ მოვლენამ სხვა კომპანიებიც დააინტერესა და 2014 წლის 18 მარტს Sony-მ “მორფეუსი” დააანონსა – ხელსაწყო, რომელიც ძალიან ჰგავს ოკულუსს. ტექნოლოგიების შეჯიბრი კომპანიებს შორის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი ვერ იქნებოდა, Google რომ არ ჩარეულიყო. ამ ტექნოლოგიების გიგანტმა I/O კონფერენციაზე “მუყაოს ყუთი” წარადგინა.

Google Glass-ს შეუძლია დაეხმაროს პარკინსონით დაავადებულებს

Google Glass-ს შეუძლია დაეხმაროს პარკინსონით დაავადებულებს

Google Glass ყოველდღიურად ხვდება იმ გამოგონებების სიაში, რომელმაც გავლენა არა მხოლოდ უბრალო მომხმარებლებზე, არამედ სამხედრო სფეროსა და მედიცინაზეც მოახდინა. ინგლისელმა მკვლევრებმა ჩაატარეს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ეხმარება ეს სათვალე ყოველდღიურ ცხოვრებაში პარკინსონით დაავადებულებს.

კომპანია Google-მა ნიუკასლის უნივერსიტეტს, ცდის ჩასატარებლად გაუგზავნა ხუთი სათვალე, რომლებიც უნდა მოერგოთ პარკინსონით დაავადებულ 65-70 წლის მოხალისეებს. კომპანიამ წინასწარ შექმნა ვირტუალური პროგრამები, რომლებიც  განკუთვნილია ამ დაავადების მატარებელი პაციენტებისთვის.

პირველი ელექტრონული ჰარლი-დევიდსონი

პირველი ელექტრონული ჰარლი-დევიდსონი

ფართო გზა, ამერიკული ხედები, თავისუფლება და, რა თქმა უნდა, ბენზინის ”მსმელი” ჰარლი-დევიდსონი. ეს კომბინაცია ამერიკულ ოცნებასთან 1903 წლიდან, მოტოციკლების კომპანიის დაარსებიდან ასოცირდება. არც ერთი თავმოყვარე ამერიკელი ბაიკერი არ გეტყვით, რომ დუკატი ჰყავს. ამერიკელებისთვის ჰარლი-დევიდსონი რელიგიაა.

მშრალი წყალი

მშრალი წყალი

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა გამოიგონეს „მშრალი წყალი“ – ნივთიერება, რომელიც ძირითადად, ჩვეულებრივი წყლისგან (95 პროცენტი) და მცირე რაოდენობით (5 პროცენტი) კრემნიუმის დიოქსიდისგან შედგება. თითოეული წყლის წვეთი, გახვეულია კრემნიუმის დიოქსიდის გარსში. ეს ნივთიერება გარეგნულად შაქრის ფხვნილს მოგვაგონებს.

„მშრალი წყალი“ რევოლუციას მოახდენს ქიმიკატების გამოყენებაში. ბრიტანელი სწავლულების აზრით, ეს ნივთიერება მეცნიერებს დაეხმარება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში – იგი სამჯერ უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი წყალი, ისრუტავს ნახშირორჟანგის გაზს, ამით ხელს უშლის მის მოხვედრას ატმოსფეროში. „მშრალი წყალი“, აგრეთვე, შეიძლება გამოვიყენოთ მეთანის მარაგის შესანახად და მისი ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდისთვის.

Amazon Fire

Amazon Fire

სმარტფონების ბაზარზე ახალთახალი ტელეფონი გამოჩნდა. ამაზონის პირველი მცდელობა, სმარტფონი გაეკეთებინა, ერთი შეხედვით, საკმაოდ წარმატებული გამოდგა – 4.7 დიუმიანი ტელეფონი შავი კორპუსით, 720p ეკრანით, სწრაფი 13 მეგაპიქსელიანი კამერითა და საკმარისი საპროცესორო ძალით. ბუნებრივია, რომ საოპერაციო სისტემად ”ამაზონმა” იგივე აირჩია, რაც kindle fire-ზე, “Fire OS” – ანდროიდის მოდიფიკაცია, რომელსაც კომპანი, უკვე რამდენიმე წელია, იყენებს.

ერთი შეხედვით სტანდარტული მოცემულობაა, თუმცა ”ამაზონი” ჯერ ისევ ახერხებს ჩვენს გაოცებას: FirePhone-ის ინტერფეისი იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან უყურებთ ეკრანს. “დინამიური პერსპექტივა” საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა აპლიკაციებში დავინახოთ სამგანზომილებიანი სიღრმე, მაგალითად, დავათვალიეროთ თამაშების ტური.  გარდა ამისა, სხვადასხვა მენიუში შესაძლებელია ტელეფონის მოძრაობით შესვლა. ეს ფუნქცია, რა თქმა უნდა,  დიდი ვერაფერია LG-ისა და Samsung-ის ტელეფონებში,  ”ამაზონი” კი აქსელერომეტრის ნაცვლად ტელეფონის კუთხეებში დაყენებულ 4 კამერას იყენებს.  

Instagram ირანის კონსერვატიულობას ემუქრება

Instagram ირანის კონსერვატიულობას ემუქრება

Instagram ირანის სოციალური ქსელების შავ სიაში შევიდა. ირანის საზოგადოების მაღალ ფენას შეუძლია გამოიყენოს სოციალური მედია, ქვეყნის ძირითად მოსახლეობას კი არ აქვს უფლება, ასეთ ქსელებში დარეგისტრირდეს. მთავრობამ კარგა ხნის წინ აკრძალა Facebook, Twitter, WhatsApp… ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შავ სიას“ დაემატა Instagram-იც. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი შევიდა ირანის კომუნიკაციების სამინისტროში. საჩივრის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულმა ბიურომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მარკ ცუკერბერგის მფლობელობაში არსებულ ქსელებს, სადაც ხალხი მუდმივად აზიარებს ფოტოებს. აღნიშნული მოთხოვნა ხელს არ უშლის თეირანის მოსახლეობას, პარასკევობით, ლანჩის დროს გადაიღონ ე.წ. „სელფშოტები“. ირანელთა ერთი ნაწილის აზრით, სოციალური მედია ერთგვარი მუქარაა ქვეყნის კონსერვატიული საზოგადოების მიმართ და, სავარაუდოდ, მსგავსი საჩივრები არ შეწყდება მანამ, სანამ მოსახლეობა არ შეწყვეტს „სელფშოტების“ გადაღებას.

 

”ადიდასის” გონიერი ბურთი უკვე გაყიდვაშია

”ადიდასის” გონიერი ბურთი უკვე გაყიდვაშია

კომპანია ”ადიდასმა” წამოიწყო ახალი ფეხბურთის ბურთების – ე.წ. MiCoach – გაყიდვა, რომელიც გაცილებით ადრე იქნა წარმოდგენილი ”ადიდასის” ერთ-ერთ წვეულებაზე ლონდონში. Apple-ის ონლაინ-მარკეტში მისი შეძენა შესაძლებელია 300 დოლარად.
ფეხბურთის ბურთი,რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემით iOS, ჩამონტაჟებული სენსორებით საშუალებას იძლევა განისაზღვროს ძალის ზემოქმედების სიდიდე და მიმართულების ტრაექტორია. შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის შემდეგ კი მომხმარებელს მიეწოდოს ზუსტი, კონკრეტული ინსტრუქცია.
ინფორმაცია წარმატების შესახებ გამოისახება სმარტფონზე და ტაბლეტზე. ”ადიდასის” თქმით, ამ ინოვაციას შეუძლია დახვეწოს ზოგადად ბურთის ტექნიკა.
მომხმარებელს შეუძლია დაისახოს მიზანი, მაგალითად კონკრეტული სიჩქარე ან ბურთის ბრუნი დარტყმისას; თვალყური ადევნოს საკუთარ მიღწევებს და შეადაროს ისინი უფრო გამოცდილი მოთამაშეების შედეგებს. ტრაექტორიის ვიზუალიზაცია ხელს უწყობს ბურთის უკეთ აღქმას.
”ადიდასის” გონიერი ბურთის დატენა ხდება ინდუქციის მეთოდით.
”ადიდასის” თქმით MiCoach-მ პრეზენტაციაზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ”მოყვარულებმა და პროფესიონალმა მოთამაშეებმა ბურთი დადებითად შეაფასეს”, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
გონიერი ბურთი MiCoach ხელმისაწვდომია აშშ-სა და ევროპაში. შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია კომპანია Apple-ის გვერდზე ან ”ადიდასის” ონლაინ-მარკეტში.
კომპანია ”ადიდასმა” სპეციალურად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონტისთვისაც შექმნა ბურთი რამდენიმე მაღალი ხარისხის ჩამონტაჟებული კამერით.

ილონ მასკი: ”ყველა ჩვენი პატენტი თქვენ გეკუთვნით”.

ილონ მასკი: ”ყველა ჩვენი პატენტი თქვენ გეკუთვნით”.

”გუშინ, “პალო ალტოს” სათაო ოფისში ტესლას პატენტების კედელი იყო გამოტანილი, დღეს კი აღარ არის. ისინი მოხსნეს ღია წყაროს მოძრაობის გამო, რათა ელექტრონული მანქანების ტექნოლოგია განვითარდეს”, – წერს ”ტესლა მოტორსის” დამფუძნებელი და დირექტორი, ილონ მასკი.

ის აცხადებს, რომ მისი კომპანია არ დაიცავს თავის პატენტებს სასამართლოში და მათი ტექნოლოგიების გამოყენება შეეძლება ყველას. უფრო ზუსტად, მასკს სურს, ყველა კომპანია ჩაერთოს ელექტრონული ავტომობილების წარმოებაში და ავტოწარმოება ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადავიდეს.

ახალი Microsoft Surface Pro 3.0

ახალი Microsoft Surface Pro 3.0

Microsoft Surface Pro 3.0 – ის შექმნის მთავარი მიზანი იყო ლეპტოპების ჩანაცვლება.

“Microsoft”-ის განცხადებით ამ პლანშეტს შეუძლია ნებისმიერი მომხარებლის დაკმაყოფილება და მასთან მუშაობა ლეპტოპებთან შედარებით ბევრად სასიამოვნო და საინტერესოა.

Surface Pro 3.0 -ის მახასიათებლები :
დიაგონალი 12 დიუმი
წონა : 800 გრამი
სისქე : 9.1 მილიმეტრი
Surface Pro 3.0 აღჭურვილია Intel Core i3 , i5 და i7 პროცესორებით.ოპერატიული მეხსიერება 4-8GB , ხოლო მუდმივი მეხსიერება 64-512GB.
პლანშეტს გააჩნია სადგომი,რომლიც მასთან მუშაობას გაცილებით ადვილს ხდის.

ჭკვიანი სათვალე Snow 2

ჭკვიანი სათვალე Snow 2

კომპანია რეკონ ინსტრუმენტმა თხილამურების მოყვარულთათვის ჭკვიანი სათვალის გაუმჯობესებულუ ვერსია Snow 2 წარმოადგინა.ფაქტობრივად ახალი ხელსაწყო სრულმაჩვენებლიანი დისპლეი უფრო არის ვიდრე სათვალე.ის ფუნქციონალურად უფრო დატვირთულია ვიდრე მისი წინამორბედი.
Snow 2-ს შეუძლია განსაზღვროს მოძრაობის სიჩქარე,შეგატყობინოთ ზღვის დონიდან რამდენ მეტრზე იმყოფებით,ასევე გაწვდით ინფორმაციას განვლილი მანძილის შესახებ და ასე შემდეგ.
თუ Snow 2-ს სმარტფონზე სინქრონიზირებას გავუკეთებთ დავინახავთ შემოსულ sms შეტყობინებებს და ზარებს,ასევე ახლო მდებარე ღირსშესანიშნაობებისა და მეგობრების მდებარეობას.ამის გარდა როცა თქვენ თხილამურებით ეშვებით Snow 2 შესაძლებლობას გაძლევთ პარალელურ რეჟიმში მოუსმინოთ თქვენს საყვარელ მუსიკას.
Snow 2 აღჭურვილია 2 ბირთვიანი პროცესორით და სამჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მისი წინამორბედი. აღსანიშნავია ასევე მისი ბატარეა,რომელიც 35%-ით დიდხანს ცოცხლობს.