ვირტუალური მხედველობა

აშშ-ში გაყიდვაში გამოვიდა ებრაული წარმოების სათვალე  OrCam,რომელიც მხედველობაშეზღუდულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, სათანადოდ აღიქვას გარემო.
OrCam-ს აქვსპატარა კამერა, იგი დამაგრებულია ჩვეულებრივ სათვალეზე და შეერთებულია ძლიერ კომპიუტერთან.

მოწყობილობას შეუძლია სიტყვიერად აღწეროს პიროვნების მიერ ნაჩვენები ობიექტი ან ტექსტი.უბრალოდ თითის ჩვენებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, წაიკითხოს საგაზეთო სტატია, გაარჩიოს ავტობუსის ნომერი და უსაფრთხოდ გადაადგილდეს მოძრაობის დროს; ასევე – აღიქვას ადამიანის სახე, დაიმახსოვროს ის და, მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს გადასცეს დამახსოვრებული ინფორმაცია.
მოცემულ მომენტში OrCam-ს ტექსტის აღქმა შეუძლია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
აპარატის ფასი 2500 დოლარია, რაც საშუალოდ ნორმალური დონის სასმენი აპარატის ფასს უტოლდება.მის დაპროექტებაში 20 მილიონი დოლარია დაბანდებული.
OrCam რამდენიმე წლის წინ შექმნა ამნონო შაშუამ, ინფორმატიკის პროფესორმა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში.იგი აწყობილია ვიზუალურ ალგორითმებზე, რომლებიც პროფესორმა თავის კოლეგასთან და ყოფილ სტუდენტთან ერთად შეიმუშავა.

http://gearmix.ru/archives/10528
www.novate.ru/news/3139
http://www.orcam.com
ჯუმბერ ჯიმშელეიშვილი

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?