ყველასათვის კარგადაა ცნობილი, თუ რამდენ დროს და ენერგიას ხარჯავენ იაპონელი ტექნოლოგები მათი შექმნილი რობოტების გაუმჯობესებისათვის, ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ თუ რამდენად იხვეწება მათი ნამუშევარი და ნელ–ნელა ისინი მთელს მსოფლიოს ედებიან.


იაპონელ მეცნიერთა მთავარი მიზანია, შექმნან ისეთი რობოტი, რომელიც ადამიანს ცხოვრებას გაუადვილებს. მაგალითად კი მოვიყვანოთ რამდენიმე რობოტი, რომლის შესაძლებლობებიც მსოფლიოს აოცებს:

იაპონიის ერთერთ კლინიკაში გამოჩნდა რობოტი ექთანი, რომელიც აკეთებს დაახლოებით იგივე საქმეს, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი. რობოტ ექთანს, სახელად Actroid-F_ს, თავისუფლად შეუძლია მოძრაობა, იგი გამოხატავს ემოციებს და აქვს ადამიანური მიმიკები, მას ასევე შეუძლია ლაპარაკი. ის უვლის პაციენტებს და აძლევს სხვადასხვა სამედიცინო რჩევებს. ყველაფერ ამისდა მიუხედავად იგი კვლავ გაუმჯობესების ეტაპზეა და ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილი სახის მიღებისგან, ამიტომ ისინი ჯერჯერობით მარტივი დავალებების შესრულებით შემოიფარგლებიან.
Аctroid-F არ არის ერთადერთი ექთანი იაპონიაში, მას ჰყავს რობოტი კოლეგები სხვა კლინიკებშიც. გარდა იაპონიისა, რობოტებით სარგებლობა ამერიკის კლინიკებშიც დაიწყეს, ნელნელა რობოტი ექიმები ფეხს იკიდებენ განვითარებული ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებში. ისინი პატიოსნად და დაუღლელად ასრულებენ თავიანთ თავზე დაკისრებულ მოვალეობას.

გარდა ექთანი რობოტებისა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობენ მეძავი რობოტებიც, რომლებიც მამაკაცებთან სქესობრივ კონტაქტში მონაწილეობენ. რობოტი მეძავების შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ მათი რობოტი გოგონები მამაკაცებს სთავაზობენ ყველაზე უსაფრთხო სექსს, რომლის ანალოგიც დედამიწაზე არ არსებობს. რობოტ მეძავებთან სექსობრივი კავშირისას მამაკაცი დაზღვეულია ყველანაირი დაავადების გაჩენისაგან, ასევე გამორიცხულია არასასურველი ორსულობაც. პრეზენტაციის დღეს მეძავ რობოტებთან 5000–მა კაცმა დაამყარა სექსუალური კავშირი, ვერცერთი მათგანი ვერ მალავდა გაოცებასა და სიამოვნებას. მეძავი რობოტები ჯერჯერობით ფართო მოხმარებაში არ არიან გაშვებულნი, ისინი, როგორც სხვა რობოტები, დამუშავების და დახვეწის ეტაპზე არიან. შემქმნელები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის რობოტი მეძავები ნებისმიერი მსურველისთვის იქნებიან ხელმისაწვდომნი.

მოცეკვავე, სპორტსმენი, მზარეული, მომღერალი, დიასახლისი, მუშა, პრომო გოგონა, მოდელი, ეს არასრული ჩამონათვალია რობოტებისა რომლებიც უკვე წარმოდგენილნი არიან მსოფლიოში. ისინი ნელნელა ძლიერდებიან და ანაცვლებენ ადამიანებს. ჩნდება ლოგიკური კითხვა, დადებითად თუ უარყოფითად შეცვლიან რობოტები ადამიანთა ცხოვრებას? მივიღებთ თუ არა უსაქმურ დაუქმებულ მოსახლეობას? ამ და არა მარტო ამ კითხვაზე პასუხს დრო გაგვცემს.

http://www.youtube.com/watch?v=cy7xGwYdRk0

სტატიის ავტორი: გეგა გეგეჭკორი

წყარო: http://news.discovery.com/tech/robotics/robot-prostitutes-120423.htm
http://en.wikipedia.org/wiki/Japanese_robotics
http://www.weirdasianews.com/2010/11/13/japanese-robots-hospital-staff/