პლანშეტი – ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

დახლებზე პირველი iPad გამოჩნდა და მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. “სამუდამოდ შეცვლა” შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად ჩანდეს, მაგრამ ეს ფაქტია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა გრძნობს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე მაგალითად, 2011 წლის სექტემბრიდან შეერთებულ შტატებში მომუშავე ყველა ავიაკომპანიამ თვითმფრინავები iPad-ებით აღჭურვა, რათა პილოტებმა უზუსტესი ინფორმაცია მიიღონ ტრეფიკის, ამინდის და სხვა აუცილებელი კომპონენტების შესახებ.

იმავე წლის დასასრულს, ტექსასის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრმა აქტიურად დაიწყო მუშაობა პლანშეტური აპლიკაციების დეველოპმენტზე, რაც პლანშეტებით აღჭურვილ ექიმებს საშუალებას აძლევს, 24 საათის განმავლობაში დააკვირდნენ პაციენტების მდგომარეობას. გარდა ამისა, მოხდა პაციენტების ისტორიების ციფრულ ფორმატში გადატანა და პლანშეტში ჩატვირთვა.

პლანშეტებს აქტიურად იყენებენ მომსახურების სფეროშიც – ბანკებში, ბუტიკებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც ახალი ტექნოლოგია კონსულტანტებს ეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში. წამყვანი უცხოური ორგანიზაციების და სავაჭრო სახლების კვალდაკვალ, მომსახურების პროცესში პლანშეტს იყენებს კომპიუტერებისა და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელი ალტაც. პერსონალური კომპიუტერების და ტელე-ვიდეო ტექნიკის გაყიდვების პიონერი კომპანია უკვე არაერთი წელია მომხმარებელს კომპიუტერებთან ერთად პლანშეტებისა და სმარტფონების დიდ არჩევანს სთავაზობს. ბრენდების და მათი მოდელების მდიდარ ასორტიმენტში ნავიგაციის გასაადვილებლად, კლიენტებს პლანშეტებით აღჭურვილი კონსულტანტები ეხმარებიან. პლანშეტური მოწყობილობების დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა მომსახურებისთვის საჭირო დრო და სხვა რუტინული პროცესების ხანგრძლივობა.

“მომხმარებლისთვის პლანშეტი ძირითადად გასართობი და საკომუნიკაციო საშუალებაა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია სხვადასხვა სპეციფიკურ სფეროში, მათ შორის, სამედიცინოში, გაყიდვებში და საველე სამუშაოების დროს. ზოგადად, ევოლუციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ხომ შრომის შემცირებაა. ტექნიკური პროგრესი გენიოსებთან ერთად ზარმაცების დამსახურებაცაა, მათი, ვინც ყველანაირად ცდილობდა საქმის გამარტივებას”.

მომსახურებაში პლანშეტების დანერგვას მინიმუმამდე დაჰყავს კონსულტანტისგან ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობა. ალტას კონსულტანტები გამუდმებით გადიან სხვადასხვა მწარმოებლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, თუმცა ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ათეულობით სმარტფონსა და პლანშეტს შორის, კონსულტანტმა კონკრეტული კლიენტისთვის ოპტიმალური ვარიანტი ვერ შეარჩიოს. სწორედ ამ დროს შემოდის მოქმედებაში პლანშეტი. ფასის და მახასიათებლების მითითების შემდეგ, სპეციალური აპლიკაცია მონაცემთა ბაზიდან საჭირო მოდელებს პოულობს და კლიენტს არჩევანის გაკეთებას უიოლებს. მაგალითად, თუ კლიენტს სურს, 1000 ლარის ფარგლებში შეიძინოს ბიზნესკლასის სმარტფონი, აპლიკაცია სულ რამდენიმე წამში შესთავაზებს HTC-ის, Sony-ის, Apple-ის ან Samsung-ის ფლაგმან მოდელებს, კონსულტანტი კი დაწვრილებით განუმარტავს შეთავაზებული მოდელების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ვისაც ბიუჯეტური პლანშეტის ან სმარტფონის შეძენა უნდა, ალტა მათაც არჩევანის ფართო საშუალებას აძლევს. აქ სმარტფონების ფასი 200 ლარიდან იწყება, ანდროიდის პლანშეტების შეძენა კი 450 ლარადაც შეიძლება.

პლანშეტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. დღეს უკვე ხელმისაწვდომია ყველა მნიშვნელოვანი ჟურნალ-გაზეთის პლანშეტური ვერსია. BBC, CNN და სხვა მსხვილი ტელევიზიები მაყურებელს საშუალებას აძლევენ პირდაპირ ეთერს პლანშეტებზე უყურონ. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს ფილმების გაქირავების პოპულარული სერვისის, NETFLIX-ის პლანშეტურ აპლიკაციას. წიგნები, ფილმები, ჟურნალ-გაზეთები, Facebook, Skype და ათასობით თამაში ერთ თხელ, მსუბუქ და იოლად მოსახმარ მოწყობილობაში, რომლის შეძენაც, ალტას დამსახურებით, გამაგრილებელი სასმელის შეძენაზე უფრო იოლი გახდა.

ცოტა რამ პლანშეტის ისტორიიდან:

პირველი პლანშეტური კომპიუტერი Styalator ჯერ კიდევ 1958 წელს შეიქმნა. მან განსაზღვრა პლანშეტის კონცეფცია, რომლის უპირობოდ მიღება ბევრ კომპანიას გაკოტრების ფასად დაუჯდა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გამომგონებლებს მიაჩნდათ, რომ პლანშეტი უნდა ყოფილიყო სტილუსით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელსაც საქმოსნები და „საველე მუშაკები” გამოიყენებდნენ. მათი მიზანი იყო ელექტრობლოკნოტის შექმნა გაფართოებული ფუნქციებით – ინფორმაციის მიღება, გაცვლა-გამოცვლა დროის რეალურ რეჟიმში, საქმიანი ჩანაწერების გაკეთება და შენახვა. ცალკეულ შემთხვევებში ტელეფონის ფუნქციონალის ინტეგრაციაც (მაგალითად, კომპანიამ AT&T EO საჭირო ტექნოლოგიების შესაძენად 50 მილიონი დოლარი დახარჯა. ერთი წლის შემდეგ კი, იძულებული გახდა, პროდუქტი წარმოებიდან მოეხსნა).

კლასიკურ პროტოპლანშეტად შეიძლება ჩაითვალოს 1989 წელს გამოსული GridPad. 2.370 დოლარად შეფასებული ბიზნესკლასის მოწყობილობა კარგად გაიყიდა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მწარმოებელი კომპანია GRiD Systems 90-იანი წლების პლანშეტურ ციებ-ცხელებას შეეწირა. 90-იანი წლები კომპიუტერულ სამყაროში ყველაზე ინოვაციური და, შესაბამისად, ავანტიურისტული იყო. პერსონალურმა კომპიუტერებმა ლაბორატორიებიდან და ტრანსნაციონალური კომპანიებიდან ბინებში გადაინაცვლეს. ახალი თაობის ჩიპებმა, პროცესორებმა და მეხსიერების ბარათებმა გამომგონებლებს გრანდიოზული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა, Microsoft-მა გრაფიკული ინტერფეისის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

პარალელურად, ახალგაზრდა ბილ გეიტსმა ჩამოაყალიბა მომავლის კომპიუტერის კონცეფცია. მისი აზრით, უახლოეს მომავალში პერსონალურ კომპიუტერებს (PC) მთლიანად პლანშეტები ჩაანაცვლებდა. Microsoft-მა სპეციალურად სტილუსისთვის ოპტიმიზირებული Windows გამოუშვა. მის კვალდაკვალ ბაზარზე გამოჩნდა GO Corporation-ის ოპერაციული სისტემა PenPoint. ტრენდული იდეით შეპყრობილმა მწარმოებლებმა – NCR, Samsung, Dauphin, Fujitsu, TelePad, Compaq, Toshiba და IBM – ერთმანეთის მიყოლებით გამოუშვეს მოწყობილობები სპეციალურად სტილუსისთვის. სულ რაღაც 2 წელიწადში კი გაირკვა, რომ პლანშეტური კომპიუტერის იდეა ჯერ კიდევ ნედლი იყო და კომერციული წარმატება არ ეწერა. კომპანიების ნაწილი გაკოტრდა, გიგანტებმა – IBM და Samsung – პლანშეტური მოწყობილობები წარმოებიდან სასწრაფოდ მოხსნეს.

images1994 წლიდან ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე ახალი მოწყობილობა გამოჩნდა. ინოვაციურობის მხრივ მხოლოდ Fujitsu Stylistic გამოირჩეოდა. ეს იყო პირველი პლანშეტური მოწყობილობა ფერადი ეკრანით. სხვათა შორის, iPad თავდაპირველად Fujitsu-ს სავაჭრო ნიშანი იყო, რომელიც 2003 წელს დაარეგისტრირეს, 2010 წლის 17 მარტს კი Apple-ს მიჰყიდეს. Fujitsu დღემდე ინარჩუნებს საინტერესო და ინოვატორი კომპანიის სახელს. საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია კომპანია ალტა. 2001 და 2002 წლებში Microsoft-მა ორი მკვდრადშობილი მოწყობილობა გამოუშვა – პლანშეტი Compaq Tablet და პერიფერიული დანამატი Microsoft Smart Display. ორივე მოწყობილობა საგამოფენო ექსპონატად დარჩა.

No comments yet.

HAVE SOMETHING TO SAY?